
გვანცა არევაძე – წარმატების ამბავი
უნილაბმა საშუალება მომცა, პირველი ნაბიჯები გადამედგა ციფრულ მარკეტინგში. ყველაზე მნიშვნელოვანი კი გუნდური მუშაობის პროცესი იყო, სადაც თითოეული წევრი ჩართულია იდეების გენერირებაში.
უნილაბმა საშუალება მომცა, პირველი ნაბიჯები გადამედგა ციფრულ მარკეტინგში. ყველაზე მნიშვნელოვანი კი გუნდური მუშაობის პროცესი იყო, სადაც თითოეული წევრი ჩართულია იდეების გენერირებაში.
უნილაბში ჩემი თავგადასავლის განმავლობაში არამხოლოდ ნარატივ დიზაინის კონცეფციები და პლატფორმაზე მუშაობა ვისწავლე, არამედ გავიცანი საინტერესო ადამიანები. აქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება ჩემს დღევანდელ საქმიანობაშიც ხშირად მეხმარება.
პროგრამაში მონაწილეობას ძირითადად ორი კატეგორიიის ადამიანი იღებს: ერთი, ვინც იცის რა არის მისი მოწოდება და სურს მიიღოს გამოცდილება და მეორე, რომელიც უბრალოდ საკუთარ თავს ეძებს სხვადასხვა პროფესიაში. უნილაბის კიბერხომალდი ორივე კატეგორიისთვის იდეალური ადგილია, რადგან საინტერესო პროექტებზე მუშაობით, პირველი კატეგორიის ადამიანი, ნამდვილად განავითარებს თავის უნარებს და შეიძენს გამოცდილებას, ხოლო მეორე კი – აუცილებლად იპოვის საკუთარ პროფესიას.
თავგადასავალი, რომელიც კიბერხომალდზე გადამხდა, დღესაც მეხმარება ჩემს საქმიანობაში. უნილაბში მე შევიძინე ის, რასაც სიტყვებით ვერ აღვწერ. ეს თითქოს ორბიტას ჰგავს, რომელსაც ვერ ვხედავთ, მაგრამ ვიცით რომ უდიდესი როლი უჭირავს.