UniLab • უნილაბი

2.სალომე-ყველიაშვილი-ბლოგი

სალომე ყველიაშვილი – წარმატების ამბავი

Group 9

სალომე ყველიაშვილმა წარმატებით გაიარა უნილაბის აქსელერაციის პროგრამა UI/UX დიზაინის მიმართულებით და ახლა გვიყვება თუ რა როლი ითამაშა უნილაბმა მის კარიერულ წინსვლაში:

კარიერის ცვლილების გზაზე სულ ახალი დამდგარი ვიყავი, როცა პროგრამის შესახებ გავიგე. ჩემს მაშინდელ ქაოსში, ზუსტად ის მჭირდებოდა, რასაც უნილაბის კიბერხომალდი მთავაზობდა – პრაქტიკულ პროექტზე რეალურ გუნდთან ერთად მუშაობა.

პროგრამამ ჩემი მოლოდინები ნამდვილად გაამართლა და უფრო მეტად დამარწმუნა, რომ ციფრული პროდუქტის შექმნისას განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია როგორც გუნდურობა, ასევე მუდმივ კომუნიკაციაში ყოფნა სხვადასხვა გუნდის წევრთან. ამ პროცესში იმდენად ბევრს სწავლობ, რომ ყოველი პროექტის შემდეგ გრძნობ როგორ გაიზარდე და ნამდვილად შეიძინე რაღაც ახალი.

ჩემი გამოცდილებით, პროგრამაში მონაწილეობას ძირითადად ორი კატეგორიის ადამიანი იღებს: ერთი, ვინც იცის რა არის მისი მოწოდება და სურს მიიღოს გამოცდილება და მეორე, რომელიც უბრალოდ საკუთარ თავს ეძებს სხვადასხვა პროფესიაში. უნილაბის კიბერხომალდი ორივე კატეგორიისთვის იდეალური ადგილია,  რადგან საინტერესო პროექტებზე მუშაობით, პირველი კატეგორიის ადამიანი,  ნამდვილად განავითარებს თავის უნარებს და შეიძენს გამოცდილებას, ხოლო მეორე კი – აუცილებლად იპოვის საკუთარ პროფესიას. 

ამჟამად ვარ Junior UI/UX დიზაინერი ერთ-ერთ ადგილობრივ კომპანიაში და უნილაბში მიღებულმა პრაქტიკულმა ცოდნამ არამხოლოდ გამიმარტივა სამუშაო პროცესი, არამედ მიმახვედრა კიდეც რა უნდა შევისწავლო უკეთ. აქედან გამომდინარე მომავალ უნილაბელებსაც ვურჩევდი პროგრამაში მაქსიმალურად ჩართვას და გუნდის წევრებთან მაქსიმალურ კომუნიკაციას, რადგან ცოდნის ცალკე წყარო სწორედ გუნდთან კომუნიკაციაა.

უნილაბის კიბერამბების გამოწერა შეგიძლია აქ: