UniLab • უნილაბი

ხშირად დასმული კითხვები

თუკი უნილაბის ციფრული სამყაროს კარის შემოღებამდე კითხვის ნიშნების კორიანტელი გიტრიალებს გონებაში მათი გაფანტვა ჩვენ მოგვანდე

იმ შემთხვევაში, თუ პირველ გაერთიანებულ ლექციაზე დასწრება ვერ მოახერხე, შეხვედრის ჩანაწერი გუგლ კალენდარში შეგიძლია იპოვო.

თუ სასურველი კურსი უკვე გაიარე და განვითარებისთვის მეტი გამოცდილება გჭირდება, უნილაბის კიბერლაბორატორია სტაჟირების პროგრამასაც გთავაზობს, სადაც მიღებულ საბაზისო ცოდნას პრაქტიკაში გამოიყენებ და რეალურ პროექტებზე იმუშავებ. 

კურსი 24 ინფორმაციულ, თეორიულსა და პრაქტიკულ ლექცია-თავგადასავალს მოიცავს.

კურსის განმავლობაში აქტიურად გამოვიყენებთ ვირტუალურ სივრცეს: ქლასრუმს, ტრელოს, დისქორდსა და ფეისბუქ ჯგუფებს.

ჩვენს კიბერ სივრცეში უფასო კურსის გავლა ილიაუნის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს ან კურსდამთავრებულს შეუძლია. კონკურსის შედეგად შერჩეული სტუდენტები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ფინანსდებიან.  

კურსის ლექტორის, სილაბუსისა და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების ნახვა ჩვენი კიბერლაბორატორიის ვებ-გვერდზე შეგიძლია. მისამართსაც აქვე გიზიარებთ: https://unilab.iliauni.edu.ge/