ლევან ნამიჭეიშვილმა უნილაბის კიბერხომალდზე გაიარა პროფესიული აქსელერაციის პროგრამა Front-End (JavaScript)-ის მიმართულებით და ახლა საკუთარი წარმატების ისტორიას გვიყვება:
ვებდეველოპმენტის შესწავლა 15 წლის ასაკში დავიწყე, მანამდე კი მხოლოდ კომპიუტერულ თამაშებს ვთამაშობდი, სანამ არ აღმოვაჩინე ენა, რომლითაც მასთან საუბარი შემეძლო.
სწორედ ამ ენების ძიების პროცესში შევიტყვე მეგობრებისგან უნილაბის კიბერხომალდის თავგადასავლების შესახებ, ამ დროს უკვე აბიტურიენტი ვიყავი და მიუხედავად იმისა, რომ ორივეს შეთავსება რთული იქნებოდა, მაინც შევიტანე განაცხადი აქსელერაციის პროგრამაზე.
მაგრამ… აქ მიღებულმა ცოდნამ და გამოცდილებამ მოლოდინებს გადააჭარბა და იმ დროს გამოუცდელ მოზარდს, რომელმაც ჯერ კიდევ არ ვიცოდი რა გზით მევლო, გამიკვალა ის უხილავი გზა, რომელმაც წარმატებამდე მომიყვანა.
ამჟამად თვითდასაქმებული ვებდეველოპერი ვარ და ვმართავ ბიზნესს, რომელიც მომავალში მწვერვალებს დაიპყრობს, ამავდროულად ვსწავლობ კომპიუტერულ მეცნიერებებს. თავგადასავალი, რომელიც კიბერხომალდზე გადამხდა, დღესაც მეხმარება ჩემს საქმიანობაში.
უნილაბში მე შევიძინე ის, რასაც სიტყვებით ვერ აღვწერ. ეს თითქოს ორბიტას ჰგავს, რომელსაც ვერ ვხედავთ, მაგრამ ვიცით რომ უდიდესი როლი უჭირავს. ვფიქრობ, რომ აქ მოსული ადამიანები განვითარდებიან არა მხოლოდ პროფესიული კუთხით, არამედ პიროვნულადაც. ერთადერთი, რასაც მათ ვურჩევ დაუზარელი შრომაა, რადგან ის ყოველთვის ფასდება.