UniLab • უნილაბი

nino-aphakidze

ნინო აფაქიძე – წარმატების ამბავი

Group 9

ნარატივ დიზაინის პროფესიული აქსელერაციის პროგრამის წარმატებული კურსდამთავრებული ნინო აფაქიძე გვიყვება მის უნილაბურ თავგადასავალზე და არ იშურებს რჩევებს მომავალი უნილაბელებისთვის:

კიბერხომალდზე ამოსვლა მაშინ გადავწყვიტე, როცა სადიპლომო ნაშრომზე ვმუშაობდი და მინდოდა ჩატბოტის შექმნა მესწავლა. ამიტომაც შევიტანე განაცხადი ნარატივ დიზაინის აქსელერაციის პროგრამაზე და მან სრულიად გაამართლა ჩემი მოლოდინები. უნილაბში ჩემი თავგადასავლის განმავლობაში არამხოლოდ ნარატივ დიზაინის კონცეფციები და პლატფორმაზე მუშაობა ვისწავლე, არამედ გავიცანი საინტერესო ადამიანები. აქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება ჩემს დღევანდელ საქმიანობაშიც ხშირად მეხმარება.

ამჟამად ფრილანსერი ჟურნალისტი ვარ და ასევე ვმუშაობ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტ GIPA-ში, როგორც ადმინისტრაციის წევრი და მკვლევარი.

ვფიქრობ, რომ უნილაბის კიბერხომალდზე ასული თითოეული ადამიანი აუცილებლად მიიღებს გამოცდილებას, განივითარებს სასურველ უნარებს,  გაეცნობა  ახალ  პროფესიებს და ექნება ‘’ნეთვორქინგი’’ ანუ კომუნიკაცია ისეთ ხალხთან, ვინც დაეხმარება პროფესიულად ზრდაში. მომავალ უნილაბელებს ვურჩევდი, რომ მათი ინტერესების შესაბამისად, მაქსიმალურად გამოიყენონ ყველა ის შესაძლებლობა, რასაც უნილაბი გვთავაზობს.

უნილაბის კიბერამბების გამოწერა შეგიძლია აქ: