გვანცა არევაძემ, უნილაბის პროფესიული აქსელერაციის პროგრამა, ციფრული მარკეტინგის მიმართულებით გაიარა. ახლა კი ის Film School Berlin-ში კინოს წარმოების შესასწავლად მიემგზავრება.
კიბერხომალდზე საკუთარ თავგადასავალს კი ასე გვიყვება:
პანდემიის პერიოდი აღმოჩნდა ჩემთვის ერთგვარი გარდამტეხი ფაქტორი იმის დასანახად, თუ რაოდენ ხანმოკლეა ცხოვრება იმისათვის, რომ ერთ პროფესიას მიუძღვნა საკუთარი თავი. სწორედ მაშინ უნილაბი გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. გადავწყვიტე, კიბერხომალდის წევრი გავმხდარიყავი და შემესწავლა ჩემთვის სრულიად უცხო და ახალი პროფესია.
უნილაბმა საშუალება მომცა, პირველი ნაბიჯები გადამედგა ციფრულ მარკეტინგში. ყველაზე მნიშვნელოვანი კი გუნდური მუშაობის პროცესი იყო, სადაც თითოეული წევრი ჩართულია იდეების გენერირებაში.
ამჟამად პროდიუსერი ვარ და ვმუშაობ კომერციულ რეკლამებზე, უნილაბში მიღებული გამოცდილება ჩემს საქმიანობაში მეხმარება. მიუხედავად იმისა, რომ აქსელერაციის პროგრამის დასრულებიდან ოთხი წელი გავიდა, უნილაბში შეძენილ მეგობრებთან დღემდე ახლო ურთიერთობა მაქვს. ისინი მიმოფანტული არიან სხვადასხვა კრეატიულ სააგენტოში და მათთან როგორც მეგობრული, ისე საქმიანი კომუნიკაცია ყოველთვის სასიამოვნოა.
ადამიანებს ვურჩევ, გახდნენ უნილაბის კიბერხომალდის თანამგზავრები, რადგან ვფიქრობ, მათთვის კარიერის კარგი დასაწყისი იქნება. გარდა ამისა, აუცილებლად დასვან შეკითხვები, აქტიურად ჩაერთონ პროცესებში და იყვნენ კრიტიკულები. ცოდნისა და პრაქტიკის გარდა, ასევე შეიძინონ მეგობრები.
ვფიქრობ, უნილაბის პროფესიული აქსელერაციის პროგრამა, ახალი გამოწვევაა, რომელიც შემდგომ საკუთარი თავის განვითარების უფრო დიდ მოტივაციას იწვევს. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა, უნილაბის შემდგომ სიახლეებისადმი უფრო გახსნილი გავხდი. ძალიან მალე, Film School Berlin-ში კინოს წარმოების შესასწავლად მივემგზავრები და იმედი მაქვს არაერთ წარმატებას მივაღწევ.