Skip to main content

UniLab • უნილაბი

სტაჟირება უნილაბში

სტაჟირებაზე მიღება დაიწყო

Group 9

ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბი სტაჟირების პროგრამაზე ტექნოლოგიური სფეროებით დაინტერესებული ახალგაზრდების მიღებას იწყებს.

პროგრამა გაძლევს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობას. 4 თვის განმავლობაში, კვირაში სამჯერ, გამოცდილ მენტორებთან ერთად იმუშავებ რეალურ პროექტებზე და შექმნი პორტფოლიოს, რომელიც დასაქმების ბაზარზე კონკურენტუნარიან კადრად გაქცევს.

პრაქტიკული გამოცდილების დაგროვება და სფეროსთვის მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების გაუმჯობესება შემოთავაზებული პროგრამებიდან ერთ-ერთი მიმართულებით შეგიძლია:

თუ კი ჩამოთვლილთაგან რომელიმე მიმართულებით უკვე გაქვს ცოდნა, რომლის გაღრმავებაც  გსურს, ჩვენი კიბერხომალდი მზად არის ციფრული შესაძლებლობების სამყაროში შენთან ერთად იმოგზაუროს. შენგან მხოლოდ სააპლიკაციო ფორმის ყურადღებით შევსება და მოტივაცია გვჭირდება. 

პირველ ეტაპზე სტაჟირებაზე მიღება ციფრული კომუნიკაციებისა და ICT პროექტების მართვის მიმართულებით იწყება, 15 აპრილიდან კი დანარჩენ მიმართულებებზეც შეძლებ დარეგისტრირებას. 

სარეგისტრაციოდ მიჰყევი ბმულს: 

ციფრული კომუნიკაციები

ICT პროექტების მართვა 

სხვა მიმართულებებზე მიღებების გამოცხადებას დაელოდე ჩვენს Facebook-ის გვერდზე.

უნილაბის კიბერამბების გამოწერა შეგიძლია აქ: