fbpx

UniLab • უნილაბი

თუ კომპანიებისგან ხშირად გვესმოდა: მცოდნე კადრი გვჭირდება, დღეს გაიგონებთ: „გამოცდილი კადრი გვჭირდება. შესაბამისად, რთული გახდა პრაქტიკული გამოცდილების გარეშე დასაქმება, არადა დასაქმების გარეშე პრაქტიკულ გამოცდილებას ვერ მიიღებ

და მაინც, არც ასე რთულად არის საქმე, თუ თეორიული ცოდნა უკვე გაქვს, იცი, რა არის:

მაშინ ჩვენს ხომალდზე გეპატიჟებით, შემოუერთდი ჩვენს კიბერარმიას და ჩვენთან ერთად იმუშავე საინტერესო პროექტებზე.

ხელმძღვანელის შესახებ

ანანო ასპანიძე

ანანო Full-Stack ვებდეველოპერი და პროექტების მენეჯერია, ასევე ჩეთბოტების შემქმნელი სტარტაპის, ანიმა ჩეთბოტიქსის პროექტების მენეჯერია; მუშაობს პროგრამისტების გუნდის ხელმძღვანელად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსების მიმართულებით; არის ლექტორი და სტაჟირების ხელმძღვანელი უნილაბში; ასწავლის ტექნოლოგიებსა და ფრონტ-ენდ დეველოპმენტს ჯიპაში; პერიოდულად მუშაობს სხვადასხვა ფრილანს პროექტზე.

ანანო ასპანიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი და ჯიპას ახალი მედიატექნოლოგიების ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამის მაგისტრია.

ამ სფეროში გადმოსვლამდე რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა განსხვავებულ პოზიციებზე. ბედნიერია, რომ მისთვის სრულიად უცხო პროფესიის, პროგრამირების სწავლა გადაწყვიტა და გაბედა, რადგან ეს ნაბიჯი საკუთარი თავის პოვნაში ძალიან დაეხმარა. იცის და სჯერა, რომ თუ ძიებას არ შევწყვეტთ, აუცილებლად ვიპოვით იმას, რასაც ვეძებთ.

Email: anano.aspanidze@iliauni.edu.ge

linkedIn: https://www.linkedin.com/in/anano-aspanidze/