UniLab • უნილაბი

თუ კომპანიებისგან ხშირად გვესმოდა: მცოდნე კადრი გვჭირდება, დღეს გაიგონებთ: გამოცდილი კადრი გვჭირდება. შესაბამისად, რთული გახდა პრაქტიკული გამოცდილების გარეშე დასაქმება, არადა დასაქმების გარეშე პრაქტიკულ გამოცდილებას ვერ მიიღებ

და მაინც, არც ასე რთულად არის საქმე, თუ თეორიული ცოდნა უკვე გაქვს, იცი, რა არის:

მაშინ ჩვენს ხომალდზე გეპატიჟებით, შემოუერთდი ჩვენს კიბერარმიას და ჩვენთან ერთად იმუშავე საინტერესო პროექტებზე.

ლექტორების შესახებ

ქრისტინა მაკალათია

2020 წლიდან Front end ლექტორი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში (Academy Of Digital Industries). 2020 წლიდან Front end ლექტორი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU). 2020 წლიდან არის Front end ლექტორი უნილაბში (UniLab). 2018 წლიდან კი Front end ლექტორი ჯეოლაბში (GeoLab).

2018 წელს გაიარა ASP.NET MVC-ის კურსი ჯეოლაბში. 2018 წელს სტაჟირების პროგრამა ჯეოლაბში. 2017 წელს კი გაიარა Front-end web development-ის კურსები ჯეოლაბში. 2016 წელს სასწავლო პრაქტიკა ჰქონდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. 2016 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. 

ნოკა ყიფიანი

ნოკა ყიფიანი 2021 წლიდან მუშაობს შპს სკაი გრუპში Front End დეველოპერად. 2019 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინოვაციური ტექნოლოგიების ლაბორატორია უნილაბში (UniLab) Front-end Development-ის სტაჟირების მენტორი. 2019-2021 წლებში შპს ვანდიოში მუშაობდა, როგორც Front End დეველოპერი. 2018-2019 წლებში კი კომპანია UniPAY-ში Frontend Developer-ის და Project Manager-ის პოზიციებზე.

2021 წლიდან სმარტაკადემიის Front-end კურსის ლექტორი. 2020 წლიდან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) Front-end Development-ის კურსის ლექტორი. 2018 წლიდან აქტიურად არის ჩართული ჯეოლაბის პროექტებში და ჯეოლაბის (GeoLab) Front-end Development-ის კურსის ლექტორია. 

2018-2019 წლებში მონაწილეობდა ფრანგულ პროექტში LCWA (lets code with alex), როგორ Front-end დეველოპერი.