ხელმძღვანელი: თემო ჩიჩუა, დავით ჭინჭარაშვილი
თუ კომპანიებისგან ხშირად გვესმოდა: „მცოდნე კადრი გვჭირდება“, დღეს გაიგონებთ: „გამოცდილი კადრი გვჭირდება“. შესაბამისად, რთული გახდა პრაქტიკული გამოცდილების გარეშე დასაქმება, არადა დასაქმების გარეშე პრაქტიკულ გამოცდილებას ვერ მიიღებ.
და მაინც, არც ასე რთულად არის საქმე, თუ თეორიული ცოდნა უკვე გაქვს, იცი, რა არის:
ჩვენს ხომალდზე გეპატიჟებით, შემოუერთდი ჩვენს კიბერარმიას და ჩვენთან ერთად იმუშავე საინტერესო პროექტებზე.
მუშაობს კომპანია AnimaChatbotics-ში, მოსაუბრე პროგრამებზე. ძირითადი სამუშაო მიმართულებებია ენის ბუნებრივი დამუშავება და ვებ სერვისები, მონაცემთა დამუშავება და მანქანური სწავლება.
GitHub: https://github.com/temurchichua
Full stack დეველოპერი 9–წლიანი სამუშაო გამოცდილებით. ძირითადი პროგრამული ენები: python, PHP და JavaScript.
სწავლობს მათემატიკას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ამჟამად მუშაობს თბილისის სახელმწიფო არქივში ვებდეველოპერის პოზიციაზე.
უნილაბში ასწავლის პითონს და პითონის სტაჟირების პროგრამის ასისტენტია.