ხელმძღვანელები: ლიკა მოშიაშვილი, მარიამ ბარბაქაძე
თუ კომპანიებისგან ხშირად გვესმოდა: „მცოდნე კადრი გვჭირდება“, დღეს გაიგონებთ: „გამოცდილი კადრი გვჭირდება“. შესაბამისად, რთული გახდა პრაქტიკული გამოცდილების გარეშე დასაქმება, არადა დასაქმების გარეშე პრაქტიკულ გამოცდილებას ვერ მიიღებ.
და მაინც, არც ასე რთულად არის საქმე, თუ თეორიული ცოდნა უკვე გაქვს, იცი, რა არის:
მაშინ ჩვენს ხომალდზე გეპატიჟებით, შემოუერთდი ჩვენს კიბერარმიას და ჩვენთან ერთად იმუშავე საინტერესო პროექტებზე.
ლიკა უნილაბის აქსელერაციის პროგრამის ხელმძღვანელია ციფრული კომუნიკაციების მიმართულებით. ლიკას 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს მარკეტინგისა და სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით. ამჟამად, ალდაგში მარკეტინგული პროექტების მენეჯერის პოზიციას იკავებს. სხვადასხვა დროს იყო დამოუკიდებელი კონსულტანტი სახელმწიფო, არასამთავრობო და კერძო ორგანიზაციებში ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით.
არის დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული ისეთი პროექტების ავტორი და ორგანიზატორი, როგორებიცაა: გააციფრულე შენი ბიზნესი ( UNDP), “ციფრული უნარების გაძლიერება ეკონომიკური მდგრადობისთვის” ( PIN), პროფესიული სასწავლებლების გადამზადების პროგრამა ( World Link ), “ქალი მეწარმეების გაძლიერება STEM მიმართულებებში” UN Women და სხვა. ასევე, სხვადასხვა ტექნოლოგიური, სოციალური, ეკოლოგიური, სამედიცინო, საგანმანათლებლო ღონისძიების, ფესტივალის, კონკურსისა და კონფერენციის ორგანიზატორი, მათ შორის გუგლის ყოველწლიური ფესტივალი Devfest, Womentech.
მარიამი არის ციფრული კომუნიკაციების ლექტორი უნილაბში. 2020 წელს უნილაბის ციფრული კომუნიკაციების კურსი გაიარა. ამავე წელს დაიწყო მუშაობა სოციალური მედიის მენეჯერისა და ქოფირაითერის პოზიციაზე. გავლილი აქვს უნილაბის სტაჟირების პროგრამა და ამჟამად, ხელმძღვანელობს ციფრული კომუნიკაციების პროფესიული აქსელერაციის პროგრამას. არის მარკეტინგის სპეციალისტისა და ექსპერტის პერსონალური ასისტენტი და მუშაობს სხვადასხვა პროექტზე ფრილანსერად. მარიამმა ციფრული მარკეტინგის სწავლა ამ სფეროსადმი დიდი ინტერესის გამო დაიწყო და უკვე 3 წელზე მეტია ციფრული კომუნიკაციები მისი პროფესიული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.