საწყის ეტაპზე, ეცნობი კურსების ჩამონათვალსა და სილაბუსებს, რეგისტრირდები სასურველი მიმართულებით და ყურადღებით ავსებ სააპლიკაციო ფორმას.
შერჩეულ კანდიდატებს სრულად გიფინანსდებათ კურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ და ჩვენთან ერთად იწყებთ ციფრულ თავგადასავალს.
ამ სემესტრში გთავაზობთ აირჩიოთ ქვემოთ ჩამოთვლილიდან ერთ-ერთი:
- გრაფიკული დიზაინი: https://unilab.iliauni.edu.ge/graphikuli-dizaini-unilabi-skolashi/
- თამაშების დეველოპმენტი: https://unilab.iliauni.edu.ge/unity-3d/
- პროგრამირება: https://unilab.iliauni.edu.ge/programireba-unilabi-skolashi/
კურსების შესახებ დეტალურ ინფორმაციას შესაბამის ბმულებზე გაეცნობი, სარეგისტრაციოდ კი ამ სააპლიკაციო ფორმას მიჰყევი და სასურველი მიმართულება აირჩიე:
ტექნიკურ დეტალებსაც გაგაცნობთ: 14 ლექციის განმავლობაში მოისმენ და შეისწავლი არჩეული კურსის თეორიულ მასალას, ბოლო 1 თვე კი ლექტორებთან ერთად იმუშავებ რეალურ პროექტებზე. იდეის დამუშავების დროს სფეროსთვის საჭირო პრაქტიკულ უნარებს გაიუმჯობესებ, ხოლო დასრულებულ პროექტს ჟიურისთან წარადგენ.
კურსი ორიენტირებულია გაგაცნოს მომავლის პროფესიები, ადრეული ასაკიდანვე მოგაწოდოს საბაზისო ინფორმაცია შენთვის საინტერესო მიმართულებაზე და მოგცეს შესაძლებლობა შეიძინო ახალი მეგობრები ტექნოლოგიების სამყაროდან.
ნუ დაუწესებ საკუთარ თავს საზღვრებს და შემოგვიერთდი.