რაც დრო გადის, იმ საქმის სულ უფრო და უფრო დიდ ნაწილს, რომელსაც ადრე ადამიანი აკეთებდა, სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობები ასრულებენ.
ელექტრონული მოწყობილობებისათვის სამოქმედო პროგრამების შექმნა და სხვადასხვა დავალების მიცემა პროგრამული ენების საშუალებით ხდება. დღეს სხვადასხვა პროფესიის ადამიანები პროგრამულ ენებს სწავლობენ, რათა თავად მისცენ დავალებები ელექტრონულ მოწყობილობებს, თავად ააწყონ ვებგვერდები ან მობილური აპლიკაციები ან არსებულ პროგრამებში თავად შეიტანონ ცვლილებები.
მოცემული კურსის მიზანი პროგრამირების საწყისების გაცნობაა. კურსი პრაქტიკული ხასიათისაა და მოიცავს მარტივი პროგრამების აწყობას მსოფლიოში ერთ-ერთ პოპულარულ პროგრამულ ენაზე, C#-ზე, რომელიც ამ მომენტისთვის არის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი, სწრაფად განვითარებადი და მოთხოვნადი ენა IT ინდუსტრიაში.
მასზე იწერება სხვადასხვა სახის პროგრამები – დაწყებული პატარა, desktop აპლიკაციებით და დამთავრებული ვებ-პორტალებითა და ვებ-სერვისებით, რომლებიც ყოველდღიურად მილიონობით მომხმარებელს ემსახურება. С# არაა ახალგაზრდა ენა და .NET პლატფორმასთან ერთად დიდი გზა გაიარა. ენის პირველი ვერსია გამოვიდა Microsoft Visual Studio .NET -თან ერთად 2002 წლის თებერვალში.
კურსის გავლის შედეგად სტუდენტებს ეცოდინებათ:
ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების პრინციპები
პროგრამირების საწყისები
მარტივი პროგრამის აწყობა C#-ში
პროგრამირების ენებთან მუშაობის უნარები
უნილაბი სკოლაში
პროგრამირება
C#
ლექტორი: ვარლამ დადიანი

ლექტორის შესახებ
ვარლამ დადიანი
ვარლამი ბექენდ დეველოპერია.
არის უნილაბის C#-ის მიმართულების ლექტორი. 2019 წლიდან მუშაობს odrex software-ში ბექენდ დეველოპერად. კითხულობდა C#-ის ლექციებს ჯეოლაბში.