რაც უფრო გადის დრო, ცხოვრების რიტმი უფრო და უფრო ჩქარდება, დროც თითქოს სინათლის სიჩქარით მიქრის და ამ ტემპში ადამიანებს უძნელდებათ მათკენ მიმართულ უშველებელ ინფორმაციულ ტალღაში ღირებული ეძებონ. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია სამიზნე აუდიტორიისათვის ინფორმაციის მიწოდების სწრაფი და გამორჩეული ხერხის მოძებნა.
შენს გონებაში არსებული იდეები შეიძლება ისეთივე ქაოსური იყოს, როგორიც კოსმოსში გაბნეული ასტეროიდის ნაწილაკების მოძრაობა, თუმცა არსებობს ხომალდი, სადაც შენი იდეების სისტემაში მოყვანაში დაგეხმარებიან, ქაოსურ აზრებს კიბერხელს შეავლებენ და ინფორმაციის გადმოცემის ერთ–ერთ ყველაზე სწრაფ და ეფექტურ საშუალებას შეგასწავლიან.
გრაფიკული დიზაინის საშუალებით შეძლებ კომპლექსური იდეა მხოლოდ ერთი გრაფიკული გამოსახულებით გამოხატო, რაც პირდაპირ ეხმაურება გრაფიკული დიზაინის დანიშნულებას და ვიზუალურ კომუნიკაციას, რომელიც ძირითადად ტექსტისა და სურათის ოსტატური და ჰარმონიული კომბინირებით ხორციელდება.
კურსზე, რომელიც პრაქტიკული ხასიათისაა, Adobe Photoshop-სა და Adobe Illustrator-ს შეისწავლი. ორი თვის განმავლობაში დააგროვებ თეორიულ ცოდნას და იმუშავებ პრაქტიკულ დავალებებზე, ბოლო ერთი თვე კი მიღებული ცოდნისა და გამოცდილების რეალურ პროექტში რეალიზებას შეძლებ.
უნილაბი სკოლაში
გრაფიკული დიზაინი

ლექტორის შესახებ
ნენე არაბული
ნენე უნილაბში გრაფიკული დიზაინის კურსის ლექტორი და სტაჟირების მენტორია.
კითხულობს UI/UX თემატიკაზე ლექციებს უნილაბის Front-End-ის სტუდენტებისთვის. გავლილი აქვს ჯეოლაბის UI/UX განხრის კურსი და არაერთი კომპანიის საიტისა და აპლიკაციის დიზაინზე აქვს ნამუშევარი.