UniLab • უნილაბი

UniCourse - Online Courses in digital industries

უნიკურსი – გახდი შენი ისტორიის ნეო!

Group 9

უნიკურსი უნილაბის პროექტია, რომელიც ახალი ტიპის კურსებს თავაზობს კომპიუტერული ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს. კურსი ითვალისწინებს როგორც პირისპირ ასევე ონლაინ შეხვედრებს.


უნიკურსში, ასინქრონული და სინქრონული სწავლების ელემენტებია გაერთიანებული. კურსში შემავალი ვიდეოლექციების ნახვა მსმენელებს მათთვის მოსახერხებელ დროს შეეძლებათ. მეორე მხრივ კი მსმენელებს კითხვის დასმის შესაძლებლობა ექნებათ Google Classroom-ის დახმარებით. მათ კითხვებს მენტორები ან საჭიროების შემთხვევაში ლექტორები უპასუხებენ. ამის გარდა კურსის ფარგლებში გათვალისწინებულია ვორქშოფები, სადაც სტუდენტები პირისპირ შეხვდებიან კურსის ლექტორს და შექმნიან პირველ ციფრულ პროდუქტს შესაბამისი მიმართულებით.

კურსების ჩამონათვალი:

  • ციფრული კომუნიკაციები
  • Front-end (HTML, CSS)
  • Python დეველოპმენტი
  • ICT პროექტების მართვა

აირჩიე წითელი აბი, დააღწიე თავი ჩვეულებრივ რეალობას და გამოსცადე კომპიუტერული ტექნოლოგიების შესაძლებლობები.

რეგისტრაციისთვის მიყევი ბმულს: სარეგისტრაციო ფორმა

უნილაბის კიბერამბების გამოწერა შეგიძლია აქ: