მიმდინარე წლის 5 აპრილს დასრულდა კონკურსის „შექმენი ქართული ტერმინი“ მესამე ეტაპი.
საკონკურსოდ შერჩეული იყო 6 სიტყვა: ქრაუდსორსინგი, ლონგიტუდური კვლევა, დასპოილერება, სტენდაპი, ფლეშბექი და
ფლეშფორვარდი.
კონკურსის ფარგლებში, საორგანიზაციო კომიტეტემა მიიღო 177 შემოთავაზება, მათ შორის, ქრაუდსორსინგი – 27;
ლონგიტუდური კვლევა – 30; დასპოილერება – 36; სტენდაპი – 26; ფლეშბექი – 32; ფლეშფორვარდი – 26.
გაიცანი, კონკურსის ჟიურის მიერ შერჩეული გამარჯვებული ტერმინები და მათი ავტორები.
- ქრაუდსორსინგი.
ჟიურიმ უპირატესობა მიანიჭა ტერმინს სახალხო რესურსი. ტერმინის ავტორია ნურაი მუსტაფაევა, აზერბაიჯანელი სკოლის მოსწავლე.
მაგ. ბევრი კომპანია ახალი იდეების მოსაძიებლად სახალხო რესურსს იყენებს. - ლონგიტუდური კვლევა.
ჟიურიმ შეარჩია ტერმინის ქართული შესატყვისი ხანგრძლივი განმეორებადი კვლევა.
ტერმინის ავტორია მაია დამენია.
მაგ. ხანგრძლივ განმეორებად კვლევებში შესაძლებელია რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემების კომბინირება. - დასპოილერება.
ჟიურიმ წარმოდგენილი ტერმინებიდან მოიწონა წინასწარ გამჟღავნება / წინასწარ გამხელა რომლის ავტორია ქეთევან ჭიღლაძე და სიუჟეტის გათქმა – ავტორი დავით ჟორჟოლიანი.
მაგ. არ მინდა ფილმის სიუჟეტი წინასწარ გაგიმხილოთ. ბევრ ჩვენგანს არ მოსწონს სიუჟეტის გათქმა. - სტენდაპი.
უპირატესობა მიენიჭა ტერმინებს სოლო კომედია, რომლის ავტორია თამარ პატარავა. - ფლეშბექი.
ჟიურიმ შეარჩია ტერმინი წარსულის კადრი / წარსულის სცენა, ავტორი ქეთევან ჭიღლაძე
მაგ. წარსულის კადრებით / წარსულის სცენებით და ნოსტალგიით აღსავსე ფილმი. - ფლეშფორვარდი.
გამარჯვებული ტერმინია მომავლის კადრი. ტერმინის ავტორია თამარ პატარავა.
მაგ. ფილმი შეიცავს მომავლის კადრებს, რომლებშიც ნაჩვენებია
ბირთვული ომის შემთხვევაში მოსალოდნელი კატასტროფული შედეგები.
გამარჯვებულები ტერმინები გადაინაცვლებს ვებსაიტის ტერმინთა ბაზაში.
ასევე, ტერმინები დაემატება დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის შესაბამის სიტყვა-სატატიებს ქართულ ეკვივალენტებად.
მიმდინარე წლის 16 აპრილს, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე, კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცათ სამახსოვრო სიგელები და კონკურსის სპონსორის, კომპანია „დრესაპ ჯგუფის“ ფასიანი საჩუქრები.
კონკურსის ორგანიზატორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
„ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრი“ და ციფრული ტექნოლოგიების ლაბორატორია „უნილაბი“.
არ გამოგრჩეს, სულ მალე გამოქვეყნდება კონკურსის მეოთხე ეტაპის ტერმინები!