კაცობრიობის განვითარების სხვადასხვა პერიოდში წიგნს განსხვავებული სახით გამოსცემდნენ. უძველესი შუმერული წიგნები თიხის ფირფიტებისა იყო. ჩვენი გადმოსახედიდან, ისინი აგურებს უფრო ჰგვანან ვიდრე წიგნებს. ეგვიპტელები წიგნებს პაპირუსზე წერდნენ, მასალიდან გამომდინარე, ასეთ წიგნებს გრძელი გრაგნილების სახე ჰქონდათ. შუა საუკუნეების ხელნაწერი წიგნები, ფოლიანტები, ძალიან დიდი ზომისა იყო. ასეთ წიგნთან ერთად შენს ოთახში ვერ განმარტოვდებოდი, ასეთ წიგნს მუხლებზე ვერ დაიდებდი, მათ სპეციალურად მოწყობილ მაგიდებზე დებდნენ და ისე კითხულობდნენ.
წიგნის გარეგანი ფორმის ცვლილებასთან ერთად იცვლება წიგნის ავტორი, მისი გამომცემელი და წიგნის მკითხველი. იცვლება თავად ამბავიც, რომელსაც წიგნი ყვება. თუმცა არ იცვლება ის უსაზღვრო შესაძლებლობები რომელსაც წიგნი გვაძლევს. ვიმოგზაუროთ იქ სადაც არ ვყოფილვართ, გავხდეთ თანაზიარი იმ ამბებისა, რომელიც ჩვენ არ გადაგვხდენია თავს. გავიზიაროთ აზრები, რომელსაც ავტორი გვთავაზობს.
სასურველი წიგნის მოძიება რთულ საქმეს აღარ წარმოადგენს, შესაძლოა იცოდე ის, რასაც ეძებ და ამავე დროს ძიების პოცესში აღმოაჩინო, რაღაც ახალი და საინტერესო.
თუ ტექნოლოგიები შენი ცხოვრების ნაწილია,, მაშინ დაგაინტერესებს სანდრო ასათიანის წიგნი “ქაოსიდან კოსმოსამდე”, რომელიც წიგნის ვებ გამოცემას წარმოადგენს. ამ წიგნით მოყოლილი ამბები ტექნოლოგიებსა და თანამედროვე ადამიანის მაგიურ შესაძლებლობებზეა და მისი წაკითხვა, მოსმენა მხოლოდ ტექნოლოგიების წყალობით არის შესაძლებელი.
“ქაოსიდან კოსმოსამდე” – ერთგვარად დაგვაფიქრებს სამყაროზე, სადაც ვცხოვრობთ, მოგვცემს შესაძლებლობას პარალელები ვიპოვოთ წარსულთან და აწმყოდან დავინახოთ მომავალი.
ტექნოლოგიის სფეროში მომუშავე ადამიანებს ხელთ უზარმაზარი შესაძლებლობები აქვთ. მათ შეუძლიათ აღუდგენ იმ ქოსურ პროცესებს, რომელიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაშია და ქაოსი წესრიგად, კოსმოსად აქციონ, როგორც ეს როდესღაც წარმართულმა ღმერთებმა შეძლეს.
თუ შენს თავს კიბერ სამყაროს ჯადოქრად თვლი და გჭირდება ჯადოსნური ჯოხი, რომელიც დაგეხმარება წარსულთან პარალელების აღმოჩენაში და ამავე დროს საშუალებას მოგცემს აწმყოდან დაგანახოს მომავალი, აუცილებლად უნდა წაიკითხო სანდრო ასათიანის წიგნი “ქაოსიდან კოსმოსამდე”, მასთან ერთად იმოგზაურო კიბერ სამყაროში და შენს გარშემო არსებული ქაოსი კოსმოსად გადააქციო.
წიგნი ინტერნეტში არის განთავსებული და ყველასათვის ხელმისაწვდომია.