დაივიწყე მარტო მუშაობა. დიზაინი არ არის ჩაკეტილი პროცესი. ეს არის მუდმივი დიალოგი, იდეების გაცვლა და უკუკავშირი, სადაც შენი შემოქმედება მხოლოდ დასაწყისია იმ დიდი გზისა, რომელსაც მთელი გუნდი ერთად გადის.
აქ შენი ხედვა ქოფირაითერის ტექსტს, UI დიზაინერის სტრუქტურასა და მარკეტერის სტრატეგიას ხვდება და ამ კოლაბორაციით იბადება პროდუქტი, რომელიც მომხმარებლისთვის ნამდვილ ციფრულ გამოცდილებად იქცევა.
გაიცანი ჩვენი გილდიების ერთობლივი მისიები, სადაც დიზაინი მხოლოდ სილამაზე აღარ არის და რეალურ შედეგად იქცევა.
მეცნიერების ვიზუალური გზამკვლევი: „დედამიწის ხმელეთის ბიომები“

ეს პროექტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის შექმნილი სასწავლო გზამკვლევია.
- გრაფიკული დიზაინერები სადა ინტერფეისის (UI) გუნდებმა ერთად თარგმნეს რთული სამეცნიერო ინფორმაცია ვიზუალურ ენად.
- დიზაინერებმა შეიმუშავეს ლოგო, რომელმაც სამეცნიერო საიტს ერთიანი ვიზუალური იდენტობა შესძინა.
ამ თანამშრომლობამ მეცნიერული მონაცემები სტრუქტურირებულ პლატფორმად აქცია, რომელიც ერთნაირად მარტივია სტუდენტების, მოყვარულებისა თუ სკოლის მოსწავლეებისთვის.
ყოველკვირეული პოსტერების სერია



ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ჩვენი გილდიების მუდმივი მისიაა.
- დიზაინერები და ქოფირაითერები ყოველ კვირას ერთობლივად მუშაობდნენ აქტუალური თემების ვიზუალურ ფორმად გარდაქმნაზე;
- პოსტერების დიზაინი ისე შეიქმნა, რომ სოციალურ ქსელის ხმაურში მომხმარებლის ყურადღება მომენტალურად მიეპყრო და ტექ-კონცეფციები მარტივად გადმოეცა;
ამ გზით, რთული ტექნოლოგიური თემები მარტივ და დასამახსოვრებელ ვიზუალურ შეტყობინებებად გარდაიქმნა.
ვებ გვერდი: „მასწავლებლები მასწავლებლებისთვის“
როდესაც აუდიტორია განათლების სფეროს წარმომადგენლები არიან, დიზაინი ნდობაზე უნდა საუბრობდეს.
- გრაფიკული დიზაინის გუნდმა ციფრულ მარკეტერებთან ერთად განსაზღვრა აუდიტორიაზე მორგებული იდენტობა;
- ერთობლივი მუშაობით შეიქმნა ლოგო და ბრენდის გაიდლაინები;
ამ ყველაფერმა ჩამოაყალიბა ვიზუალური სტილი, რომელიც პლატფორმის მიმართ ნდობასა და პროფესიონალიზმს უსვამს ხაზს.

კამპანია: „უკან მიიხედე“
ეს იყო განვლილი პროექტების შემოქმედებითი შეჯამება, რომელიც მათ ერთიან ვიზუალურ ისტორიაში გაერთიანებას ემსახურებოდა.
- გრაფიკულმა დიზაინერებმა და ციფრულმა მარკეტერებმა ერთობლივად იმუშავეს ყველა ნამუშევრის საუკეთესოდ ჩვენებაზე;
- შეიქმნა კოლაჟების სერია, სადაც თითოეული პროექტი მაქსიმალურად გასაგებად იყო წარმოდგენილი;
შედეგად მივიღეთ ვიზუალური ისტორია, რომლითაც აქსელერაციის ფარგლებში მიღწეული შედეგები შევაჯამეთ.

წერილების ვებ-გვერდი

ეს არის ემოციური პლატფორმა, სადაც სტუდენტები საკუთარ თავს მომავალში წერილებს უგზავნიან.
- გრაფიკულმა დიზაინერებმა UI გუნდთან ერთად იმუშავეს ისეთი ატმოსფეროს შექმნაზე, რომელიც ემოციასა და ფუნქციონალურობას აერთიანებს;
- დიზაინერებმა შექმნეს საიტისთვის განკუთვნილი ლოგო, აიქონები და ბანერები;
კოლაბორაციის შედეგად შეიქმნა პროდუქტი, რომელიც მომხმარებლისთვის მოსახერხებელი და ვიზუალურად მიმზიდველია.
რატომ არის ეს გამოცდილება მნიშვნელოვანი?
ჩვენი მონაწილეები აღიარებენ, რომ რეალურ პროექტებზე მუშაობა იმაზე ხანგრძლივი და კომპლექსური აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინათ. თუმცა, სწორედ ეს გამოწვევები იყო მათთვის მთავარი გამოცდილება:
- მუდმივი უკუკავშირი: მენტორებისა და სხვა გუნდებისგან მიღებული რჩევები და შენიშვნები, რაც დიზაინერის ხედვას აფართოებს.
- სხვადასხვა მიმართულებასთან თანამშრომლობა: როცა სწავლობ, როგორ დაუკავშირო შენი პიქსელები სხვის ტექსტს, სტრატეგიას თუ კოდს.
- რეალური გავლენა: მუშაობა პროდუქტებზე, რომლებიც რეალურად ეხმარება ადამიანებს სწავლაში თუ ინფორმაციის მიღებაში.
ამ პროექტებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სრული სურათი მხოლოდ მაშინ იკვრება, როცა სხვადასხვა მიმართულება საერთო მიზნისთვის ერთიანდება.
გრაფიკული დიზაინი ჩვენთან მხოლოდ პიქსელების განლაგება არ არის – ეს არის დიდი პროდუქტის შექმნის ხელოვნება. თუ გსურს, შენი ვიზუალები რეალური ცვლილებების ნაწილი გახდეს და ისწავლო გარემოში, სადაც ყველა მიმართულება ერთმანეთს აძლიერებს, შენი ადგილი აქ არის.