მოსწავლეთა კონფერენციაზე ვიზუალურ პროგრამირებაში განაცხადების მიღება იწყება!
წლევანდელი კონფერენციის თემაა – „ვეფხისტყაოსანი“. კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ IV-VI კლასის მოსწავლეებსა და მათ მასწავლებლებს. ამისათვის, მოსწავლეებმა ვიზუალური პროგრამირების გარემოში Scratch უნდა შექმნან და წარადგინონ საკუთარი პროექტი „ვეფხისტყაოსნის“ თემაზე.
პროექტის თემა
მოსწავლეებმა, ვიზუალური პროგრამირების გარემოში Scratch, უნდა შექმნან „ვეფხისტყაოსნის“ რომელიმე ნაწყვეტზე დაფუძნებული ციფრული პროდუქტი. ეს შეიძლება იყოს:
🔹 ანიმაცია, რომელიც ასახავს „ვეფხისტყაოსნის“ მნიშვნელოვან სცენას;
🔹 ინტერაქტიული ისტორია, სადაც მომხმარებელი ირჩევს სიუჟეტის განვითარებას;
🔹 თამაში, რომელშიც მოთამაშე ასრულებს დავალებებს „ვეფხისტყაოსნის“ თემატიკის ირგვლივ;
🔹 პოემის ინტერპრეტაცია ვიზუალური და აუდიო ეფექტების გამოყენებით;
🔹 ბოტი, რომელიც „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟს განასახიერებს;
🔹 ან სხვა რაიმე შემოქმედებითი ციფრული პროდუქტი, რომელიც შექმნილია ვიზუალური პროგრამირების გარემოში Scratch და აკმაყოფილებს შეფასების კრიტერიუმებს.
შეფასების კრიტერიუმები
- სიუჟეტის ლოგიკურობა და კავშირი „ვეფხისტყაოსნთან“ – პროექტი უნდა ეფუძნებოდეს ტექსტის კონკრეტულ ნაწილს და შეესაბამებოდეს მის შინაარსს.
- პროგრამირების კომპლექსურობა – პროექტში უნდა იყოს გამოყენებული შემდეგი ელემენტები:
- მინიმუმ ერთი ცვლადი (მაგ., ქულების შესანახად ან ანიმაციის შემთხვევაში, სცენების დასათვლელად )
- მინიმუმ ორი სხვადასხვა ციკლი (მაგ., “გამეორება” ან “მუდმივად”)
- მინიმუმ ერთი პირობითი ოპერატორი (თუ… მაშინ…)
- ხმა (მაგ., პერსონაჟის საუბარი, ეფექტები, ფონის მუსიკა, ან სხვა)
- ტექსტი (მაგ., დიალოგი, აღწერილობები, ეკრანზე მოცემული ინსტრუქციები)
- ინტერაქტიულობა – პროექტი უნდა რეაგირებდეს მომხმარებლის ქმედებებზე (მაგ., ღილაკის დაჭერა, კლავიატურის გამოყენება, მაუსის მოძრაობა).
- გრაფიკული და ვიზუალური მხარე – უნდა იყოს შემუშავებული დიზაინი, პერსონაჟები და სცენები. მინიმუმ ერთი სპრაიტი უნდა იყოს დახატული მოსწავლის მიერ (პროგრამის შეიგნთ ან პროგრამაში შეტანილი)
- შემოქმედებითობა და უნიკალურობა – პროექტი უნდა ასახავდეს მოსწავლის/მოსწავლეების ინდივიდუალურ ხედვას და ორიგინალურ მიდგომას
- კომპლექსურობა – პროექტში უნდა იყოს ნაჩვენები პროგრამირების სხვადასხვა ელემენტის ეფექტური და მრავალფეროვანი გამოყენება.
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
✔ IV-V-VI კლასის მოსწავლეებს ინდივიდუალურად, ან ჯგუფურად (მაქსიმუმ 3 მონაწილე ერთ ჯგუფში)
✔ აუცილებელია, რომ მათ ჰყავდეთ მასწავლებელი, რომელიც მონაწილეს/ჯგუფს გაუწევს მხარდაჭერას და დაეხმარება პროექტის წარმართვასა და წარდგენისთვის მომზადებაში.
პროექტის წარსადგენად მასწავლებელმა უნდა შეავსოს სარეგისტრაციო ფორმა, სადაც მიუთითებს მონაწილე მოსწავლის (ან ჯგუფის) შესახებ ინფორმაციას და ატვირთავს პროექტს.
იხილეთ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/dhwL9XTHwUeTe5ok8
შერჩევის ეტაპები
📌 ყველა გამოგზავნილი დასრულებული პროექტი გამოქვეყნდება ვებგვერდზე, მონაწილე მოსწავლეების, მასწავლებლების, სკოლის და სხვა შესაბამისი ინფორმაციის მითითებით.
📌 პირველ ეტაპზე თქვენი მიერ გამოგზავნილი პროექტებიდან შეირჩევა 30 საუკეთესო ნამუშევარი.
📌 მეორე ეტაპზე, მასწავლებელმა უნდა წარადგინოს 5-წუთიანი ვიდეო, სადაც მოსწავლე/მოსწავლეები მოკლედ მოგვითხრობენ თავიანთ პროექტზე: რა შექმნეს, როგორ მუშაობს, რა იდეა დგას პროექტის უკან და მიმოიხილავენ გამოყენებულ ბლოკებს.
საბოლოოდ, საუკეთესო 20 პროექტის ავტორი მოწვეულ იქნება კონფერენციაზე, სადაც მონაწილეები პირადად, ფიზიკურ სივრცეში წარადგენენ საკუთარ ციფრულ პროდუქტებს!
დროითი ჩარჩო
პროექტების წარდგენის ბოლო ვადაა 31 მაისი. მეორე ეტაპისთვის ვიდეოების წარდგენა შესაძლებელი იქნება 9-15 ივნისს.
კონფერენცია ჩატარდება ივნისის თვეში, და მისი ზუსტი თარიღი მონაწილეებს ერთი კვირით ადრე ეცნობებათ.