მოსწავლეთა კონფერენციაზე ვიზუალურ პროგრამირებაში განაცხადების მიღება იწყება!
წლევანდელი კონფერენციის თემაა – სულხან-საბა
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ IV-VI კლასის მოსწავლეებსა და მათ მასწავლებლებს. ამისათვის, მოსწავლეებმა ვიზუალური პროგრამირების გარემოში Scratch უნდა შექმნან და წარადგინონ საკუთარი პროექტი სულხან-საბას თემაზე.
📌 პროექტის თემა:
მოსწავლეებმა, ვიზუალური პროგრამირების გარემოში Scratch, უნდა შექმნან სულხან-საბას რომელიმე იგავარაკზე დაფუძნებული ციფრული პროდუქტი. ეს შეიძლება იყოს:
🔹 ანიმაცია;
🔹 ინტერაქტიული ისტორია, სადაც მომხმარებელი ირჩევს სიუჟეტის განვითარებას;
🔹 თამაში, რომელშიც მოთამაშე ასრულებს დავალებებს;
🔹 იგავარაკის ინტერპრეტაცია ვიზუალური და აუდიო ეფექტების გამოყენებით;
🔹 ბოტი, რომელიც ავტორს ან იგავარაკების პერსონაჟს განასახიერებს;
🔹 ან სხვა რაიმე შემოქმედებითი ციფრული პროდუქტი, რომელიც შექმნილია ვიზუალური პროგრამირების გარემოში Scratch და აკმაყოფილებს შეფასების კრიტერიუმებს.
📜 შეფასების კრიტერიუმები:
📌სიუჟეტის ლოგიკურობა და კავშირი სულხან-საბასთან – პროექტი უნდა ეფუძნებოდეს სულხან-საბას რომელიმე იგავარაკს ან თავად ავტორის მოგზაურობას ან ცხოვრებას და შეესაბამებოდეს მის შინაარსს.
📌 პროგრამირების კომპლექსურობა – პროექტში უნდა იყოს გამოყენებული შემდეგი ელემენტები:
🔹 მინიმუმ ერთი ცვლადი (მაგ., ქულების შესანახად ან ანიმაციის შემთხვევაში, სცენების დასათვლელად )
🔹 მინიმუმ ორი სხვადასხვა ციკლი (მაგ., “გამეორება” ან “მუდმივად”)
🔹 მინიმუმ ერთი პირობითი ოპერატორი (თუ… მაშინ…)
🔹 ხმა (მაგ., პერსონაჟის საუბარი, ეფექტები, ფონის მუსიკა, ან სხვა)
🔹 ტექსტი (მაგ., დიალოგი, აღწერილობები, ეკრანზე მოცემული ინსტრუქციები)
📌 ინტერაქტიულობა – პროექტი უნდა რეაგირებდეს მომხმარებლის ქმედებებზე (მაგ., ღილაკის დაჭერა, კლავიატურის გამოყენება, მაუსის მოძრაობა).
📌 გრაფიკული და ვიზუალური მხარე – უნდა იყოს შემუშავებული დიზაინი, პერსონაჟები და სცენები. მინიმუმ ერთი სპრაიტი უნდა იყოს დახატული მოსწავლის მიერ (პროგრამის შეიგნთ ან პროგრამაში შეტანილი)
📌 შემოქმედებითობა და უნიკალურობა – პროექტი უნდა ასახავდეს მოსწავლის/მოსწავლეების ინდივიდუალურ ხედვას და ორიგინალურ მიდგომას
📌 კომპლექსურობა – პროექტში უნდა იყოს ნაჩვენები პროგრამირების სხვადასხვა ელემენტის ეფექტური და მრავალფეროვანი გამოყენება.
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
✔ IV-V-VI კლასის მოსწავლეებს ინდივიდუალურად, ან ჯგუფურად (მაქსიმუმ 3 მონაწილე ერთ ჯგუფში)
✔ აუცილებელია, რომ მათ ჰყავდეთ მასწავლებელი, რომელიც მონაწილეს/ჯგუფს გაუწევს მხარდაჭერას და დაეხმარება პროექტის წარმართვასა და წარდგენისთვის მომზადებაში.
📌 პროექტის წარსადგენად მასწავლებელმა უნდა შეავსოს სარეგისტრაციო ფორმა, სადაც მიუთითებს მონაწილე მოსწავლის (ან ჯგუფის) შესახებ ინფორმაციას და ატვირთავს პროექტს.
იხილეთ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/mQJ4KPY65GJTALtc8
შერჩევის ეტაპები:
📌 ყველა გამოგზავნილი დასრულებული პროექტი გამოქვეყნდება ვებგვერდზე, მონაწილე მოსწავლეების, მასწავლებლების, სკოლის და სხვა შესაბამისი ინფორმაციის მითითებით.
📌 პირველ ეტაპზე თქვენი მიერ გამოგზავნილი პროექტებიდან შეირჩევა 30 საუკეთესო ნამუშევარი.
📌 მეორე ეტაპზე, მასწავლებელმა უნდა წარადგინოს 5-წუთიანი ვიდეო, სადაც მოსწავლე/მოსწავლეები მოკლედ მოგვითხრობენ თავიანთ პროექტზე: რა შექმნეს, როგორ მუშაობს, რა იდეა დგას პროექტის უკან და მიმოიხილავენ გამოყენებულ ბლოკებს.
საბოლოოდ, საუკეთესო 20 პროექტის ავტორი მოწვეულ იქნება კონფერენციაზე, სადაც მონაწილეები პირადად, ფიზიკურ სივრცეში წარადგენენ საკუთარ ციფრულ პროდუქტებს!