UniLab • უნილაბი

career acceleration program

#დაინახე – მიღება პროფესიული აქსელერაციის პროგრამაზე

Group 9

კიბერლაბორატორია უნილაბში დაიწყო მიღება პროფესიული აქსელერაციის პროგრამაზე. 

უნილაბი უკვე წლებია წარმატებით ემსახურება თავის მისიას – რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაუკვალოს გზა ტექნოლოგიურ სამყაროში. ამის ერთ-ერთი  მაგალითი კი სწორედ პროფესიული აქსელერაციის პროგრამაა, რომელიც ახალბედებსა და გამოწვევების მაძიებლებს საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენასა და კარიერულ წინსვლაში ეხმარება. 

კიბერხომალდის პროფესიული აქსელერაციის პროგრამის მიზანია მოგცეს შესაძლებლობა დაინახო შენში არსებული შესაძლებლობები, გამოიყენო ისინი და მცირე დროში შეიძინო მაქსიმალური გამოცდილება – ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი სამუშაო ასპარეზზე. 

პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც უკვე აქვს საბაზისო თეორიული ცოდნა და სურს პრაქტიკაში განამტკიცოს ის. ოთხი თვის განმავლობაში მონაწილეები გუნდთან ერთად, მენტორის დახმარებით, იმუშავებენ რეალურ პროექტებზე, დახვეწენ უნარებს და დაინახავენ საკუთარ შესაძლებლობებს. საკუთარი საინტერესო ნამუშევრებით კი შექმნიან პორტფოლიოს, რომელიც მათი წარმატებული მომავლის გასაღები გახდება.

პროფესიული აქსელერაცია მიმდინარეობს 6 მიმართულებით:

🔗 ციფრული კომუნიკაციები

🔗 გრაფიკული დიზაინი

🔗 ინტერფეისის დიზაინი

🔗 ICT პროექტების მართვა

🔗 Front-End (HTML, CSS, JavaScript)

🔗 Front-End (React)

შეავსე სააპლიკაციო ფორმა: https://cutt.ly/bwBDp3kj

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 17 მარტი, 23:59. 

უნილაბის კიბერამბების გამოწერა შეგიძლია აქ: