“უნილაბის სკოლის” კარები მე-8 - მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის გაიხსნა!
პროექტი საქართველოს საშუალო საგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეებს გთავაზობთ კურსებს ტექნოლოგიური მიმართულებით.
სტუდენტების მიერ შესრულებული ფინალური ნამუშევრებიდან შეირჩევა საუკეთესო პროექტები, რომელსაც ჟიური შეაფასებს. თითოეული კურსის ფარგლებში გამოვლინდება რჩეული პროექტი და მისი ავტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან მიიღებს სტიპენდიას.