UniLab • უნილაბი

2ორი-02

QartNLP – საკითხავი აი, ეს არის

Group 9

ალბათ გახსოვს ის კადრი “კონკია”-დან, კეთილი ნათლიები  არეულ სახლში რომ ესტუმრებიან გოგონას და ჯადოსნური ჯოხის ერთი მოქნევით, ყველა ნივთი რომ თავის ადგილას ლაგდება, რა ბედნიერებაა არა?

ჯადოსნობა მხოლოდ ფენტეზის სამყაროში როდი ხდება, მომავლის რეალობა, ტექნოლოგიები  და ციფრული შესაძლებლობები კიდევ უფრო დიადი ფანტასმაგორიებითაა აღსავსე-  ვიდრე ზღაპრები. 

თუ შენ  მართლწერით,  ენათმეცნიერებით და ლინგვისტიკით ხარ დაინტერესებული და  დიდ ტექსტებთან გიწევს მუშაობა, ალბათ მხოლოდ ფერიების ჯადოქრობის იმედიღა დაგრჩენია, რადგან უკვე იცი როგორ განსაკუთრებულად შრომატევადი და გამაბეზრებელი პროცესია ტექსტის მორფოლოგიური გაანალიზება, რომელსაც თან გრამატიკულ შეცდომებთან ხელჩაკიდებული ბარბარიზმები ერთვის და ამ ყველაფრის “გასუფთავება” მტანჯველი საუკუნესავით იწელება ისე, რომ ბოლოს უდაბნოში დაკარგული ბედუინივით არაქათგამოცლილი ხარ, რომელსაც უკვე  ვეღარ გაურჩევია “ვიღაცეებისგან”- ვიღაცები, “დელივერისგან” – მიტანის სერვისი და “დედა აზრი-სგან” – დედააზრი.

ამიტომაც, თუ დროის და ენერგიის დაზოგვა შენს პრიორიტეტებშიც არ თმობს პირველობას და საქმის გამარტივება შენი საყვარელი ჰობია,  მაშინ უკვე დროა შენი ცხოვრება შეცვალო  QartNLP-ის პლატფორმასთან დამეგობრებით, რომელიც კონკიას კეთილი ნათლიასავით  შენი მარჯვენა ხელი გახდება- ქართული ენის დახვეწილი მოდელის ჩამოყალიბებაში.

ვიცი ძალიან გაგიხარდება და ამიტომაც აქედანვე გეტყვი, რომ პლატფორმის გამოყენება ყოველგვარი ინსტრუქციის გარეშეც კი უმარტივესია.

 ყველაზე სასიამოვნო ფაქტი კი ისაა, რომ QartNLP-ი, მასში ფაილის ატვირთვის შემდეგ იმ შემთხვევაშიც კი გააგრძელებს ტექსტის დამუშავებას, თუ უეცრად ინტერნეტთან წვდომას დაკარგავ, ან კომპიუტერი დაუგეგმავ შესვენებაზე გასვლას გადაწყვეტს და  საერთოდ გაგეთიშება.


შენ კი სანამ ფეხი-ფეხ გადადებული ჩაის მშვიდად მიირთმევ, QartNLP-ი  ამ დროს სიტყვებს უნიკალურ ლემებამდე დაიყვანს და ისეთი სიტყვების აღმოჩენაშიც დაგეხმარება, რომელზეც  მომავალში შესაძლოა ახალი სიტყვების ლექსიკონი შეიქმნას, მაგალითად: ადვოკატირება, აქტივიზმი, ბალენსიაგა.

მოკლედ, როგორც იტყვიან ,  გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის,  გაგონილს ნანახი სჯობსო და კიდევ სხვა მრავალი… ამიტომაც, ჩვენ აქ დავასრულებთ, შენ კი  პროდუქტიულ თავგადასავალს გისურვებ  ქართული ენის ციფრულად დამუშავების სამყაროში. 

უნილაბის კიბერამბების გამოწერა შეგიძლია აქ: