UniLab • უნილაბი

მარიამ მუზაშვილი. mariam muzashvili. Unilab-უნილაბი

მარიამ მუზაშვილი – წარმატების ამბავი 

Group 9

ციფრული კომუნიკაციებისადმი ინტერესი პანდემიის დროს გამიჩნდა და მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ გადავწყვიტე ყველაფერი თავიდან დამეწყო და ამ მიმართულებით გამეგრძელებინა სწავლა. ეს სფერო ამოუწურავი და მუდმივი გამოწვევებითაა სავსე, ამიტომ ჩემს არჩევანს არ ვნანობ. 

პირველ შეხვედრაზე ვიყავი დაბნეული პირველკლასელი, ბოლო ლექციისას კი ჩემში არაერთ სუპერძალას ვგრძნობდი. სწავლის პროცესი ბოლომდე ძალიან სასიამოვნო იყო, თუმცა ჩემთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი და საინტერესო აღმოჩნდა ტექნოლოგიების სკოლის საკომუნიკაციო კამპანიაზე მუშაობა, რომლის შექმნაზე მუშაობას თან ახლდა გუნდთან ერთად საკითხებისა და იდეების მუდმივი განხილვა, საუბარი და მსჯელობა. 

უნილაბმა, როგორც საგანმანათლებლო პლატფორმამ, მომცა ის ცოდნა, რაც აუცილებელია იმ სფეროში, სადაც ახლა ვმუშაობ. სტაჟირების განმავლობაში მქონდა საშუალება მეკეთებინა ის, რაც მომწონს, აღმომეჩინა ახალი უნარები. ძალიან გამიმართლა და ურთიერთობა მომიწია გონებაგახსნილ, საინტერესო და შთამაგონებელ ადამიანებთან. 

მომავალ უნილაბელებს ვურჩევ, რომ აქსელერაციის პროგრამის მიმდინარეობისას ყველაფერში გამოცადონ თავი, რაც აინტერესებთ და რის საშუალებასაც უნილაბის სივრცე იძლევა. აქ  შეგეძლებათ თქვენს შესაძლებლობებთან დაკავშირებული ყველა ეჭვი გაიქარწყლოთ და თქვენში მუდმივი აღმოჩენების სიხარული აღმოაჩინოთ.

უნილაბის კიბერამბების გამოწერა შეგიძლია აქ: