უნილაბის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ანიმა ჩეთბოტიქსის ორგანიზებით 24, 25, 26 დეკემბერს რიგით მესამე ინტერაქტიული წიგნების ჰაკათონი ჩატარდა.
ინტერაქტიული წიგნების ჰაკათონი არის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს პროექტში ჩართული მონაწილეების დახმარებით შექმნას მომავლის ბიბლიოთეკა, სადაც წარმოდგენილი იქნება ლიტერატურული პერსონაჟებისა და ავტორების ჩეტბოტები, ციფრულად გაცოცხლებული მოლაპარაკე ასლები. ჰაკათონელებმა უკვე გააცოცხლეს პერსონაჟები, რომლებმაც ონლაინ ბიბლიოთეკაში. მათ თავად შეგიძლია გაესაუბრო: https://iel.iliauni.edu.ge/library.html
პროექტში მონაწილეობის მსურველთათვის ყოველკვირეულად იმართებოდა ონლაინ ლექციები და ვორქშოპები, რომლის დახმარებითაც ისინი ეცნობოდნენ ჩეტბოტების შესაქმნელი პლატფორმის მუშაობის პრინციპებს, ნარატივდიზაინსა და ჩეტბოტების შექმნის ჯადოქრობას.
ინტერაქტიული წიგნების ჰაკათონში მონაწილეობის მიღების სურვილით სულ 70 სტუდენტი და მოსწავლე დარეგისტრირდა, რომელთაგან თითოეულს მიეცა შესაძლებლობა, გამოევლინათ საკუთარი ტექნოლოგიური უნარები, მენტორებთან კომუნიკაციით შეექმნათ ჩეტბოტი და წარედგინათ ჟიურისთვის. პროექტი გადანაწილებული იყო 3 დღეზე, მონაწილეები მენტორებთან ერთად მოცემული დღეების განმავლობაში ჩექფოინთებზე ტესტავდნენ ბოტს და მის ფუნქციონალებს, ხოლო უკვე დამუშავებული პროექტი 26 დეკემბერს წარადგინეს ჟიურის წინაშე.
ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს და წარადგინეს ქართული და მსოფლიო ლიტერატურის მათთვის საყვარელი პერსონაჟებისა და ავტორების ჩეტბოტები. პროექტის ფარგლებში გამოვლინდა 5 გამარჯვებული გუნდი, რომლებსაც ილიაუნისგან გადაეცათ ვაუჩერები მრავალფეროვანი ლიტერატურული თავგადასავლებისთვის.
გაიცანი, გამარჯვებული გუნდების მიერ გაცოცხლებული პერსონაჟები:
ავთანდილი: https://iel.iliauni.edu.ge/chatbot.html?4050&
შერლოკ ჰოლმსი: https://iel.iliauni.edu.ge/chatbot.html?4042&
ოლღა ბებია: https://iel.iliauni.edu.ge/chatbot.html?3811&
გიორგი მერჩულე: https://iel.iliauni.edu.ge/chatbot.html?4057&
ილია ჭავჭავაძე: https://iel.iliauni.edu.ge/chatbot.html?4060&