დაფიქრებულხარ როგორ ჰგავს ცხოვრება ვიდეო თამაშს, რომელიც უამრავი გამოწვევით არის აღსავსე და გზა და გზა კიდევ უფრო რთულდება? მისი წარმატებით დასრულების საიდუმლო კი ახალი უნარების შეძენასა და პერსონაჟის მუდმივ განვითარებაშია, რომელიც ნელ-ნელა ძლიერდება და გარემოს შესაბამისად მოქმედებას იწყებს.
თუ ხარ სკოლის მოსწავლე და გსურს ვიდეო თამაშების მსგავსად, კარიერულ გზაზეც საკუთარ ავატარს კიდევ უფრო მეტი სუპერ ძალა შესძინო, რომლებიც ციფრულ სამყაროში არსებული გამოწვევების გადალახვაში დაგეხმარება, შემოუერთდი უნილაბის კოსმოსურ ხომალდს შემდეგი მიმართულებებიდან ერთ-ერთზე:
🔹️ თამაშების დეველოპმენტი – Unity 3D – https://cutt.ly/fMnBvQp
🔹️ გრაფიკული დიზიანი – https://cutt.ly/AMnBh04
🔹️ პროგრამირება C# – https://cutt.ly/DMnBQvM
კურსები განკუთვნილია VIII – XII კლასის მოსწავლეებისთვის და სრულად ფინანსდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ.
🔗 დარეგისტრირდი: https://forms.gle/22hLdhFAtvwnzAos5
რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 10 მაისი, 23:59.
პროექტში მონაწილეობა გაძლევს შესაძლებლობას:
- მეტი ინფორმაცია მიიღო მომავლის პროფესიებზე;
- ადრეული ასაკიდანვე აღმოაჩინო ინტერესის სფერო და შესაბამისად გაიღრმავო ცოდნა;
- გაეცნო ისეთ ინფორმაციას, რომელიც სასკოლო პროგრამაში არაა გათვალისწინებული;
- თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული დავალებების საშუალებით დაეუფლო შენთვის საინტერესო პროფესიის საფუძვლებს;
- შეიძინო ახალი მეგობრები ტექნოლოგიების სამყაროდან.
პროექტის მონაწილეთ ექნებათ საშუალება შეიძინონ ცოდნა თანამედროვე პროფესიებში, პროექტი სამ ეტაპად განხორციელდება.
- პირველი ეტაპი მოიცავს ღია ლექციებს, რომლებიც მოსწავლეებს გააცნობს თანამედროვე პროფესიებს და მოამზადებს პროექტის მეორე ეტაპისთვის. კერძოდ, ღია ლექციებზე მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით მოსწავლეები შეასრულებენ სატესტო დავალებებს, რომელთა წარმატებით შესრულებაც განსაზღვრავს დაფინანსების მოპოვებისა და კურსის გავლის შესაძლებლობებს.
- მეორე ეტაპზე შერჩეული მოსწავლეები, რომლებიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან მოიპოვებენ დაფინანსებას, გაივლიან სამი პრაქტიკული კურსიდან (Front-end დიზაინის საწყისები; Unity 3D; C#) ერთ-ერთს; სასწავლო პროცესი წარიმართება სინქრონულ-დისტანციურ ფორმატში (Synchronous distance learning). თითოეული კურსი მოიცავს 14 ლექციას. კურსის გავლის შემდეგ მოსწავლეები იმუშავებენ რეალურ პროექტებზე.
- მესამე ეტაპზე კი მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა კურსის ფარგლებში შეძენილ ცოდნაზე დაყრდნობით 1 თვის განმავლობაში იმუშაონ რეალურ პროექტებზე. ამ პერიოდში მათ კონსულტაციებს ლექტორები გაუწევენ.
კურსები სრულად დაფინანსებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ.