UniLab • უნილაბი

temur kitoshvili

თემურ კიტოშვილი – წარმატების ამბავი

Group 9

“სწავლის ძირი მწარე არის კენწეროში გატკბილდების”, მაგრამ კენწეროს პოვნა ცალკე ამბავია. უნივერსიტეტში სხვა მიმართულებაზე ვსწავლობდი, მაგრამ მაინც დავუბრუნდი პროგრამირებას. ბავშვობის ინტერესი ნოსტალგიად გრჩება და  შეიძლება ერთხელ უკან დაგაბრუნოს. იმედი მქონდა, რომ  უნილაბი ამ ნოსტალგიის პროფესიად გარდაქმნაში დამეხმარებოდა.

აქ მეგობრული გარემოა, რომელიც სხვადასხვა სირთულეებთან გამკლავებაში გეხმარება და პროფესიული ზრდის პროცესს სასიამოვნო თავგადასავლად გარდაქმნის. ამჟამად ვმუშაობ კომპანია “Rokit”-ში, უნილაბში დაგროვებული გამოცდილებით.” – გვიზიარებს თემურ ქიტოშვილი, პითონის კურსდამთავრებული და მომავალ უნილაბელებს ურჩევს, გამოიყენონ პროფესიონალების ცოდნა, გამოცდილება, იმუშავონ საკუთარ თავზე და იპოვონ ის.

უნილაბის კიბერამბების გამოწერა შეგიძლია აქ: