fbpx

UniLab • უნილაბი

რას ნიშნავს STEAM-01

რა არის STEAM?

Group 9

თანამედროვე ეპოქაში  ხშირად გვესმის ტერმინი “STEAM”. 

რას ნიშნავს, რას მოიაზრებს ის?

ტერმინი „STEM“ გამოიყენება 2001 წლიდან, მიუხედავად მისი  განსხვავებული ინტერპრეტაციისა, ყველაზე გავრცელებული გაფართოებული ტერმინია   „ STEAM“, რომლის   ქვეშ მოიაზრება შემდეგი დარგები: საბუნებისმეტყველო მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია, ხელოვნება, მათემატიკა. ხოლო აბრევიატურა სწორედ ამ მიმართულებების ინგლისური სახელწოდებებიდან შეიქმნა:

S – Science- მეცნიერება

T – Technology-ტექნოლოგები

E – Engineering- ინჟინერია

A – Art- ხელოვნება

M – Mathematics – მათემატიკა

რატომ STEAM სწავლება?

STEAM სწავლების მეთოდები არის მრავალფეროვანი და ინოვაციური. ვინაიდან „სწავლა კეთებით“  მოსწავლეებისათვის საინტერესო პროცესია, ისინი ხდებიან ცნობისმოყვარეები, შესაბამისად, იზრდება ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში თუ საკლუბო მუშაობისას.  მოსწავლეებს ვამზადებთ იმ გამოწვევებისათვის, რომლის წინაშეც თანამედროვე სამყარო აყენებს მათ.

STEAM სწავლება მოსწავლეებს ეხმარება: 

  • მოახდინონ საგნობრივი ცოდნის სინთეზი;
  • დაინახონ საგანთა შორის კავშირი;
  • დაიცვან ბალანსი თეორიასა და პრაქტიკას შორის, რაც ხელს უწყობს მოსწავლეებში თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებას, ან პირიქით, პრაქტიკული საჭიროებიდან გამომდინარე, თეორიის ათვისებას;
  • გაეცნონ თანამედროვე სუპერტექნოლოგიებს;
  • შექმნან/დააპროგრამონ მარტივი მექანიზმები;
  • გაიაზრონ სხვადასხვა მოვლენა/კვლევა;
  • მოახდინონ მიღებული ცოდნის ტრანსფერი რეალურ სამყაროში.

შესაბამისად, STEAM სწავლება მოსწავლეებს ეხმარება განავითარონ შემდეგი უნარები და ღირებულებები:

  • ლოგიკური აზროვნება;
  •  კრიტიკული აზროვნება;
  •  შემოქმედებითი აზროვნება; 
  •  ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება; 
  •  მედიაწიგნიერება;
  •  თანამშრომლობა/კომუნიკაცია.

ყოველწლიურად, 8 ნოემბერს მსოფლიოს უამრავი ქვეყანა აღნიშნავს „STEM”-ის საერთაშორისო დღეს. იმედს ვიტოვებთ, რომ შემეცნებითი და გასართობი აქტივობებით ამ დღეს მოსწავლეებისათვის დასამახსოვრებელ დღედ აქცევთ.

უნილაბის კიბერამბების გამოწერა შეგიძლია აქ: