“უნილაბის პირველი ლექციის დასწრებისას, მიუხედავად უკვე არსებული ზოგადი წარმოდგენისა, ვიგრძენი გაკვირვება, აღფრთოვანება და ცოტა შიშიც კი, თუმცა ეს ემოციები მალევე გაქრა და მივხვდი, რომ ეს რამდენიმე თვე მნიშვნელოვანი ცვლილების დასაწყისი იქნებოდა. ვიცოდი, რომ ეს გამოცდილება დამეხმარებოდა შემებიჯებინა ნარატივ დიზაინის მაგიურ კარებში. უნილაბმა მომცა შანსი, გამევითარებინა ჩემი შესაძლებლობები სხვადასხვა კუთხით და შევხვედროდი ძალიან საინტერესო ადამიანებს კურსელებისა და ლექტორების სახით, რომლებთან ერთადაც ახალ პროექტებზე ვმუშაობ.
ამჟამად, ანიმა ჩეთბოტიქსის ნარატივ დიზაინერი ვარ და პარალელურად ვმუშაობ სხვა არაერთ საინტერესო პროექტზე.
უნილაბი დამეხმარა ყველაზე მნიშვნელოვნის, საკუთარი თავის პოვნაში. მომავალ უნილაბელებს ვურჩევ, გამოიყენონ შანსი და გამოცადონ საკუთარი თავი სხვადასხვა მიმართულებებში.” – გვიზიარებს სოფო ბიჭიკაშვილი, ნარატივ დიზაინის კურსდამთავრებული.