UniLab • უნილაბი

მარიამ რევაზაშვილი ბლოგის ზომა-01

მარიამ რევაზიშვილი – წარმატების ამბავი

Group 9

როცა უნილაბმა კურსებზე მიღება გამოაცხადა და ICT პროექტების მართვის სილაბუსი ვნახე, მაშინვე მივხვდი, რომ ეს სწორედ ის საქმე იყო, რისი კეთებაც მინდოდა. კურსის დაწყებამდე ამ მიმართულებაზე კიდევ უფრო მეტი ინფორმაციაც მოვიძიე და ჩემს გონებაში ბევრად სტრუქტურირებული გახდა ის, რის შესწავლასაც ხელი მოვკიდე.

ძალიან მომეწონა ლექციების მიმდინარეობა, ლექტორები უშუალო და მეგობრული მიდგომით გამოირჩევიან და მუდმივად გრძნობ მხარდაჭერის მათ გულწრფელ სურვილს. კურსის დასასრულს მონაწილეობა აქსელერაციის პროგრამაშიც გადავწყვიტე. ვცდილობ, ყველა საინტერესო პროექტში გამოვცადო თავი, რომელიც უნილაბს უკავშირდება. სასიამოვნო გრძნობაა ამ გუნდში ყოფნა. აქსელერაცია კიბერლაბორატორიის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული პროგრამაა, რადგან გაძლევს საშუალებას გაიცნო შენთვის საინტერესო სფეროში დასაქმებული ადამიანები, იმუშაო რეალურ პროექტებზე და გააფართოო ამ მხრივ შენი ხედვა. 

ამჟამად, ვმუშაობ სტარტაპებთან და სხვადასხვა მცირე პროექტებზე. სამუშაო პროცესების დაგეგმვასა და მართვაში, ციფრული პროდუქტების ტესტირებაში და თანამშრომელ კომპანიასთან ურთიერთობისას, აქტიურად ვიყენებ უნილაბში დაგროვებულ გამოცდილებას. 

უნილაბმა შემმატა ცოდნა, თავდაჯერებულობა და პრაქტიკული გამოცდილება, ასევე, შეგრძნება, რომ ყველაფრის სწავლაა შესაძლებელი და რაიმეს არცოდნა, სამყაროს დასასრულს არ ნიშნავს. გუნდი იმდენად ღია და მეგობრულია, რომ აქაურობის დატოვება არ გინდება. 

მომავალ უნილაბელებს ვურჩევ, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ პროგრამის ყველა წუთი და ყველა ის შესაძლებლობა, რასაც უნილაბი მათ სთავაზობს. 

უნილაბის კიბერამბების გამოწერა შეგიძლია აქ: