ხელმძღვანელი:
სალომე მოსიავა
თუ კომპანიებისგან ხშირად გვესმოდა: „მცოდნე კადრი გვჭირდება“, დღეს გაიგონებთ: „გამოცდილი კადრი გვჭირდება“. შესაბამისად, რთული გახდა პრაქტიკული გამოცდილების გარეშე დასაქმება, არადა დასაქმების გარეშე პრაქტიკულ გამოცდილებას ვერ მიიღებ.
და მაინც, არც ასე რთულად არის საქმე, თუ თეორიული ცოდნა უკვე გაქვს, იცი, რა არის:
მაშინ ჩვენს ხომალდზე გეპატიჟებით, შემოუერთდი ჩვენს კიბერარმიას და ჩვენთან ერთად იმუშავე საინტერესო პროექტებზე.
სალომე პროფესიული აქსელერაციის პროგრამის ხელმძღვანელია ინტეფეისისა და გრაფიკული დიზაინის მიმართულებით.
მას შემდეგ, რაც 2020 წელს კარიერა ჯეოლაბში დაიწყო, მყარი ნაბიჯებით აგრძელებდა პროფესიულ განვითარებას, როგორც პრაქტიკული, ისე ინტენსიური თეორიული სწავლებით. სწრაფად მოხვა საერთაშორისო პლატფორმა Upwork-ზე საუკეთესო 3% ფრილანსერების სიაში.
უნილაბში გაიარა პროფესიული აქსლერაციის პროგრამა Front End-ისა და ვებ დიზაინის მიმართულებით.
სალომეს პროფესიული გამოცდილება მოიცავს არტ დირექტორის როლს გერმანულ კომპანიაში, სადაც ჰქონდა საშუალება ეზრუნა B2B, B2C კომპანიებთან სხვადასხვა ბრენდის განვითარებაზე. პროცესი მოიცავდა მუშაობას პროდუქტის დიზაინზე – ლოგოს დიზაინიდან, UI/UX დიზაინის ჩათვლით.