დიზაინი არ არის მხოლოდ ლამაზი ეკრანების ხატვა. ეს არის პროცესი, სადაც მომხმარებლის საჭიროებები, ტექნოლოგიური შესაძლებლობები და ვიზუალური ესთეტიკა ერთმანეთს ხვდება. ჩვენს აქსელერაციაში ინტერფეისის დიზაინერები აგებენ ლოგიკურ ჯაჭვს იდეიდან იმ საბოლოო წერტილამდე, რომელსაც მომხმარებელი ეხება.
აქ დიზაინი მუდმივი დიალოგია: შენი ხედვა ქოფირაითერის ტექსტს, გრაფიკული დიზაინერის სტილს და დეველოპერის კოდს ხვდება. სწორედ ამ კოლაბორაციით იბადება ციფრული გამოცდილება, რომელიც ნამდვილ პროდუქტად იქცევა.
გაიცანი ინტერფეისის დიზაინის გილდიის მიერ შესრულებული პროექტები:
1. პლატფორმა: „უნილაბის სკოლა“
ეს პროექტი უნილაბის ყველა სასკოლო აქტივობას ერთ სივრცეში აერთიანებს და ინფორმაციის მოძიებას მოსწავლეებისა თუ მასწავლებლებისთვის ბევრად ამარტივებს.
- ინტერფეისის დიზაინერებმა შექმნეს პროექტის სრული სტრუქტურა – ვაირფრეიმებიდან ინტერაქციულ, მაღალი გარჩევადობის პროტოტიპებამდე;
- აიგო სრულად ადაპტირებადი დიზაინი, რომელიც იდეალურად მუშაობს დესკტოპზე, ტაბლეტსა და მობაილ პლატფორმაზე;
- მონაწილეებმა მიიღეს გრაფიკულ დიზაინერებთან და პროექტების მენეჯერებთან მუშაობის გამოცდილება, რამაც სამუშაო პროცესი სწრაფი და შედეგებზე ორიენტირებული გახადა.
2. „წერილების ვებსაიტი“ და „ბიომების გზამკვლევი“
“წერილების ვებსაიტით” სტუდენტები საკუთარ თავს მომავალში წერილებს უგზავნიან, “ბიომების გზამკვლევი” კი ეხმარებათ სახალისოდ ისწავლონ ბუნებრივი ეკოსისტემები.
- დიზაინერებმა განავითარეს არსებული კონცეფციები და ნულიდან ააწყვეს მობაილ ინტერფეისები, რომლებიც სრულად იმეორებს საიტის ფუნქციონალს;
- Front-End დეველოპერებთან (React/JS) თანამშრომლობით მათ ეს ვიზუალები რეალურ, ცოცხალ პროდუქტად აქციეს;
- მონაწილეებმა მოამზადეს დიზაინი, რომელიც ზუსტად პასუხობს ყველა ტექნიკურ მოთხოვნას.
3. „ურბანული ტრანსფორმაცია“ და „AI-ის სახელმძღვანელო“
„ურბანული ტრანსფორმაცია“ მომხმარებელს საშუალებას აძლევს თვალი ადევნოს უბნის განვითარების ქრონოლოგიას, ხოლო „AI სახელმძღვანელო“ ხელოვნური ინტელექტის შესახებ შექმნილი წიგნის პოპულარიზაციას და მის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის ერთ სივრცეში მოგროვებას ემსახურება.
- დიზაინერებმა განსაზღვრეს მომხმარებლის გზა (User Journey), რამაც რთული ქრონოლოგიური მონაცემები და წიგნის შინაარსი მარტივად აღქმად ციფრულ ისტორიად აქცია;
- აქსელერანტებმა სრულად მოაწესრიგეს დიზაინ სისტემა – კომპონენტების და ფაილების სისტემატიზაციამ დეველოპერებისთვის ინფორმაციის გადაცემის (Handoff) პროცესი გაამარტივა;
- შეიქმნა ინტერფეისი, სადაც ინტუიციური ნავიგაცია პრიორიტეტია, რაც წიგნის შესახებ ინფორმაციის მოძიებასა და პროექტის პოპულარიზაციას უფრო ეფექტურს ხდის.
რატომ არის ეს გამოცდილება მნიშვნელოვანი?
რეალურ პროექტებზე მუშაობა საუკეთესო გზაა იმის გასაგებად, რომ დიზაინერის ყოველი გადაწყვეტილება მომხმარებლის ქცევაზე მოქმედებს. აი, რა მიიღეს ჩვენმა მონაწილეებმა ამ პროცესში:
- მზაობა დეველოპმენტისთვის: მოწესრიგებული ფაილები, გამართული კომპონენტები და საერთო ენა დეველოპერებთან;
- გუნდური მუშაობა: საკუთარი ხედვის დასაბუთება და სხვა გილდიების (პროგრამისტების თუ მენეჯერების) ტექნიკური მოთხოვნების გათვალისწინება;
- პორტფოლიო, რომელიც ცოცხალია: იდეის რეალურ, მომუშავე პროდუქტამდე მიყვანა.
ამ პროექტებმა დაადასტურა, რომ კარგი ინტერფეისი მხოლოდ მაშინ იქმნება, როცა დიზაინერი საერთო მიზნისთვის მთელ გუნდთან ერთად მუშაობს.
🚀 ინტერფეისის დიზაინი ჩვენთან მხოლოდ ეკრანების ხატვა არ არის – ეს არის მომხმარებლისთვის გამართული გზის შექმნა. თუ გსურს, შენი იდეები რეალურ პროდუქტებად იქცეს და ისწავლო გუნდური მუშაობა, შენი ადგილი აქ არის.