UniLab • უნილაბი

Asset 4

WordPress

WordPress პირველად 2003 წელს გამოჩნდა და ეს ერთერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო, რადგან ამ პლატფორმამ საგრძნობლად გაამარტივა ვებგვერდის შექმნის შესაძლებლობა.

საიტებისა და ბლოგების მართვის სისტემა დაწერილია PHP პროგრამირების ენაზე, დღევანდელი მონაცემებით მას 60 მილიონზე მეტი საიტი იყენებს.

უამრავი დამხმარე კომპიუტერული პროგრამისა თუ ონლაინსერვისის საშუალებით ვებგვერდის შექმნა უფრო და უფრო მარტივდება. თანამედროვე პოპულარული პლატფორმა WordPress-იც სწორედ სიმარტივეს ემსახურება.

ამ კურსის ფარგლებში სრულფასოვანი ვებგვერდის შექმნას მსოფლიოში ერთერთი ყველაზე პოპულარული CMS სისტემის, wordpress-ის, საშუალებით შეძლებ. კურსის ბოლოს გეცოდინება ინტერნეტის ფუნქციონირების პრინციპები, wordpress-ის ბაზაზე საკუთარი ვებგვერდის შექმნა და მართვა, Embed კოდებთან მუშაობა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში კი ლექტორის დახმარებით რეალურ პროექტზე იმუშავებ

ლექტორის შესახებ

რევი ყურაშვილი

რევი WordPress დეველოპერია. 15 წლის იყო, როცა საიტების აწყობით დაინტერესდა და DLE-ს (DataLife Engine) და Joomla-ს გამოყენებით საიტების აწყობა დაიწყო. ამ დროს უკვე კარგად ერკვეოდა IT სფეროში, რაც ინტერნეტში ინფორმაციის მოძიებით ისწავლა. ინფორმაციის მოპოვებისა და პრობლემების გადაჭრის გზების დამოუკიდებლად მოძიების უნარი საიტების აწყობის სწავლაშიც დაეხმარა.

რამდენიმე წლის განმავლობაში სხვა პროფესიით მუშაობდა, საბოლოოდ ისევ ამ სფერო დაბრუნდა.

დღეს თვითნასწავლი WordPress დეველოპერია და ძირითადად ფრილანსერად მუშაობს.