ციფრული პროექტების მართვა
ლექტორი: ლალუ ჯიქიძე
მითებში, ისევე როგორც ადამიანის თავში, ყველაფერი ქაოსით იწყება. სანამ აზრი თავში ფორმას მიიღებს, ცნობიერების ფსკერზე უფორმო, ცნობიერებისათვის შეუმჩნეველი ღრუბლები ყალიბდება. ღრუბლები ფორმას იცვლის, ერთმანეთს უერთდება, იზრდება და ზევით, ცნობიერებისაკენ მიიწევს, ანდა, პირიქით, სიცარიელეში იფანტება და სულაც ქრება.
ის ღრუბლები, რომლებიც ცნობიერებამდე ამოდის, გაცნობიერებულ აზრებად ყალიბდება. ადამიანების ყოველდღიურობა დაუსრულებელი მოგზაურობაა აზრების უფორმო ჩანასახებიდან ჩამოყალიბებულ, გააზრებულ იდეებამდე.
არავინ იცის, რა სურს ან დამკვეთს, ან უფროსს, ან პოლიტიკოსებს –ტელევიზორში, ან ლექტორებს – უნივერსიტეტებში. ყველას საკუთარი ქაოსი აქვს თავში. ისინი წამოისვრიან სიტყვებს, ცალკეულ ფრაზებს, ჩამოუყალიბებელ იდეებს და მერე ელოდებიან, რა ფორმას მიიღებს სიტყვების უფორმო ღრუბელი, რა ინტერპრეტაციას მისცემენ მათ ნათქვამს თანამშრომლები, როგორ გადააკეთებენ ინფორმაციას ჟურნალისტები, როგორ გაავრცელებენ ამბავს სხვები მეგობრებს შორის. სტუდენტები ესწრებიან ლექციებს, აბარებენ გამოცდებს და მოთმინებით ელოდებიან რომ მათ ასწავლიან, როგორ შეიძლება ქაოსისგან საკუთარი კოსმოსის შექმნა.
დღევანდელობის ქაოსში მართალია ცოტანი, მაგრამ არიან ისეთებიც, რომელთაც არქაული ღმერთებივით ქაოსისგან კოსმოსის შექმნა შეუძლიათ და ამ ჩვენს არეულ დროში, როდესაც ძველი სისტემები ვეღარ მუშაობს და ახლები კი ჯერ არ არსებობს, კაცობრიობა მათ იმედადაა დარჩენილი. მათ შეუძლიათ სხვადასხვა გაბნეული, ერთმანეთში არეული ელემენტი დროსა და სივრცეში დაალაგონ. ჩამოუყალიბებელი ფიქრების ღრუბლებს გასაგები ფორმა შესძინონ. მართალია, ციფრული ტექნოლოგიები ახალი ინსტრუმენტია, რომელიც ქაოსთან გამკლავების ახალ შესაძლებლობებს გვაძლევს, მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობა მაინც იმას აქვს, ვინც ამ მაგიურ ძალას სწორად გამოიყენებს. ამიტომ ისღა დაგვრჩენია, როგორც ეს წარმართულ კულტურებში ხდებოდა, კერპებს მსხვერპლი შევწიროთ და მათ წინაშე რიტუალები ჩავატაროთ, ანდა ვისწავლოთ, ვცადოთ მაინც, ქაოსის კოსმოსად გადაქცევა.
კურსის მიზანია სტუდენტებმა ისწავლონ ქაოსური შეკვეთისგან დალაგებული და გამართული პროექტის შექმნა.

ლექტორის შესახებ
ლალუ ჯიქიძე
ICT პროექტის მართვის კურსის ლექტორი, პროექტების მენეჯერი
ლალუ ჯიქიძე – ICT პროექტის მართვის კურსის ლექტორი, პროექტების მენეჯერი
2021 წლიდან პროექტებისა და გუნდებს შორის კოორდინაციის მენეჯერია Unilab-ში;
სხვადასხვა დროს მუშაობდა მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე კერძო კომპანიებში; კითხულობდა ლექციებს სხვადასხვა კერძო სასწავლებელსა და უნივერსიტეტში, ატარებს ტრენინგებს კერძო კომპანიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.
აქვს გამოცდილება ICT და მარკეტინგული პროექტების მიმართულებით, მუშაობს სხვადასხვა ფრილანს პროექტზე.
ლალუ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი და საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრია.
Email: lalu.jikidze@iliauni.edu.ge
LinkedIn: https://www.linkedin.com/in/lalu-jikidze-856972150