UniLab • უნილაბი

digital communications

ციფრული კომუნიკაციები

ლექტორები: ლიკა მოშიაშვილი, მარიამ ბარბაქაძე

იყო დრო, როცა ბიზნესის პოპულარიზაციისთვის ცნობის ფურცელი და განცხადებების დაფა საკომუნიკაციო არხების სრულ ჩამონათვალს წარმოადგენდა, დღეს კი ჩვენ კოსმოსურ ხომალდში ვსხედვართ და კოსმოსურ იდეებს ვამზადებთ უამრავი საკომუნიკაციო პლატფორმისათვის

სიმართლე გითხრათ, ადამიანები ფურცელზე კითხვასაც გადაეჩვივნენ და აღარც განცხადებების დაფა გვხვდება სადმე, სამაგიეროდ ინტერნეტსივრცეში დღეს ყველას მარტივად მიაწვდენ ხმას.

სწორედ ამიტომ სოციალური მედიამენეჯერი დღეს ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა და, რაც მთავარია, მზარდი შესაძლებლობები აქვს.

კურსის მიზანია გაეცნო ახალი მედიის შესაძლებლობებს, შეძლო სოციალური მედიის ეფექტურად გამოყენება, გაიგო სოციალური მედიაპლატფორმების დამატებითი შესაძლებლობები, რათა მომავალში ისინი შენი საჭიროებისამებრ გამოიყენო.

სწავლება ონლაინ მიმდინარეობს და კურსის განმავლობაში შეძლებ თავად შექმნა და მართო სოციალური მედიაა რხები, ბოლო ერთი თვის განმავლობაში კი მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას, ვორკშოპის ფარგლებში პირველი ციფრული პროდუქტის შესაქმნელად გამოიყენებ.

ციფრული კომუნიკაციები

digital communications

იყო დრო, როცა ბიზნესის პოპულარიზაციისთვის ცნობის ფურცელი და განცხადებების დაფა საკომუნიკაციო არხების სრულ ჩამონათვალს წარმოადგენდა, დღეს კი ჩვენ კოსმოსურ ხომალდში ვსხედვართ და კოსმოსურ იდეებს ვამზადებთ უამრავი საკომუნიკაციო პლატფორმისათვის

სიმართლე გითხრათ, ადამიანები ფურცელზე კითხვასაც გადაეჩვივნენ და აღარც განცხადებების დაფა გვხვდება სადმე, სამაგიეროდ ინტერნეტსივრცეში დღეს ყველას მარტივად მიაწვდენ ხმას.

სწორედ ამიტომ სოციალური მედიამენეჯერი დღეს ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა და, რაც მთავარია, მზარდი შესაძლებლობები აქვს.

კურსის მიზანია გაეცნო ახალი მედიის შესაძლებლობებს, შეძლო სოციალური მედიის ეფექტურად გამოყენება, გაიგო სოციალური მედიაპლატფორმების დამატებითი შესაძლებლობები, რათა მომავალში ისინი შენი საჭიროებისამებრ გამოიყენო.

სწავლება პრაქტიკული ხასიათისაა და კურსის განმავლობაში შეძლებ თავად შექმნა და მართო სოციალური მედიაარხები, ბოლო ერთი თვის განმავლობაში კი მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას რეალურ პროექტზე მუშაობისას გამოიყენებ.

კონკურსის გზით შერჩეულ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, ილიაუნი + ფარგლებში, კურსის საფასური მთლიანად უფინანსდებათ უნივერსიტეტის მიერ.

ლექტორების შესახებ

ლიკა მოშიაშვილი

ლიკა უნილაბის აქსელერაციის პროგრამის ხელმძღვანელია ციფრული კომუნიკაციების მიმართულებით. ლიკას 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს მარკეტინგისა და სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით. ამჟამად, ალდაგში მარკეტინგული პროექტების მენეჯერის პოზიციას იკავებს. სხვადასხვა დროს იყო დამოუკიდებელი კონსულტანტი სახელმწიფო, არასამთავრობო და კერძო ორგანიზაციებში ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით.

არის დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული ისეთი პროექტების ავტორი და ორგანიზატორი, როგორებიცაა: გააციფრულე შენი ბიზნესი ( UNDP), “ციფრული უნარების გაძლიერება ეკონომიკური მდგრადობისთვის” ( PIN), პროფესიული სასწავლებლების გადამზადების პროგრამა ( World Link ), “ქალი მეწარმეების გაძლიერება STEM მიმართულებებში” UN Women და სხვა. ასევე, სხვადასხვა ტექნოლოგიური, სოციალური, ეკოლოგიური, სამედიცინო, საგანმანათლებლო ღონისძიების, ფესტივალის, კონკურსისა და კონფერენციის ორგანიზატორი, მათ შორის გუგლის ყოველწლიური ფესტივალი Devfest, Womentech.

მარიამ ბარბაქაძე

მარიამი არის ციფრული კომუნიკაციების ლექტორი უნილაბში.  2020 წელს უნილაბის ციფრული კომუნიკაციების კურსი გაიარა. ამავე წელს დაიწყო მუშაობა სოციალური მედიის მენეჯერისა და ქოფირაითერის პოზიციაზე. გავლილი აქვს უნილაბის სტაჟირების პროგრამა და ამჟამად, ხელმძღვანელობს ციფრული კომუნიკაციების პროფესიული აქსელერაციის პროგრამას. არის მარკეტინგის სპეციალისტისა და ექსპერტის პერსონალური ასისტენტი და მუშაობს სხვადასხვა პროექტზე ფრილანსერად. 

 მარიამმა ციფრული მარკეტინგის სწავლა ამ სფეროსადმი დიდი ინტერესის გამო დაიწყო და უკვე 4 წელზე მეტია ციფრული კომუნიკაციები მისი პროფესიული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.