UniLab • უნილაბი

ბექა რატიანი (1)

ბექა რატიანი – წარმატების ამბავი

Group 9

“ბავშვობიდან იწყება იმ ადამიანად ჩამოყალიბება, ვინც მომავალში გინდა იყო. ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც. სულ პროგრამირების ინტერესი მქონდა, ამიტომ დავიწყე რესურსების მოძიება, რომ ამ მიმართულებით განვვითარებულიყავი და მალე ის საყვარელ საქმიანობად გადამექცია. მუდმივი სწავლით ვიღრმავებდი ცოდნას, მაგრამ მივხვდი, რომ პრაქტიკული გამოცდილება აუცილებელია და სწორედ ამ დროს გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში უნილაბის სტაჟირების პროგრამა, რომელმაც მომცა შანსი, მემუშავა და ცოდნა გამეღრმავებინა.


რასაც დამოუკიდებლად სწავლის პერიოდში ვერ ისწავლი, გუნდურობაა და უნილაბმა ბევრ სხვა უნართან ერთად, გუნდური მუშაობის გამოცდილებაც მომცა.


ამჟამად, ვმუშაობ React დეველოპერად კომპანია “Quantori”-ში. მუშაობის დროს წავაწყდი სირთულეებსაც, მაგრამ უნილაბის სტაჟირების პროგრამის პერიოდში მიღებული გამოცდილებით მათი დაძლევა გამიმარტივდა. ამისთვის მადლობა უნილაბს, განსაკუთრებით ჩემს მენტორებს, ქრისტინა მაკალათიას და ნოკა ყიფიანს.” – გვიზიარებს ბექა რატიანი, ფრონტ-ენდის სტაჟირების კურსდამთავრებული.

უნილაბის კიბერამბების გამოწერა შეგიძლია აქ: