UniLab • უნილაბი

unilab ai poster

AI: შესაძლებლობები და გამოწვევები

Group 9

18 მარტს  უნილაბში პანელური დისკუსია გაიმართა თემაზე: AI – შესაძლებლობები და გამოწვევები. 

ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია და მანქანური სწავლება, კომპიუტერებს საშუალებას აძლევს შეასრულონ დავალებები, რომლებიც, როგორც წესი, მოითხოვს ადამიანის ინტელექტს, როგორიცაა მეტყველებისა და სურათების ამოცნობა, პროგნოზების გაკეთება და ბუნებრივი ენის გაგება.

ChatGPT, DALL·E 2, MidJournay და სხვა AI ინსტრუმენტები თუ პლატფორმები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას ამარტივებენ და საინტერესო იდეებსაც გვაწვდიან.

💭 გიფიქრია იმაზე, თუ როგორ შეიძლება გამოიყენებოდეს ხელოვნური ინტელექტი განათლების სფეროში, რა გამოწვევები ახლავს მათ გამოყენებას თან ადამიანის გონებრივი და ინტელექტუალური განვითარებისთვის და რამდენად მნიშვნელოვანია AI-ის პოტენციალზე სწორი მიდგომის ჩამოყალიბება საზოგადოებრივ და ინდივიდუალურ დონეზე?

უნილაბში, პანელურ დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეგოთ, როგორ უნდა გამოიყენონ AI ინსტრუმენტები ყოველდღიურ საქმიანობაში, დარგის სპეციალისტებმა კი ისაუბრეს თუ რა შესაძლებლობები და გამოწვევები ახლავს მათ გამოყენებას სხვადასხვა სფეროში. 

პანელურ დისკუსიას მოდერატორობა კიბერლაბორატორია უნილაბის დირექტორმა, სანდრო ასათიანმა გაუწია.

პანელური დისკუსიაში მონაწილეობდნენ:

  • გიორგი კვარაცხელია – Full Stack დეველოპერი
  • მინდია არაბული –  Junior React დეველოპერი
  • აკაკი რაზმაძე – შრიფტის დიზაინერი
  • ბაჩო ბარნაბიშვილი – UI/UX Team lead TNET-ში
  • გიგა ხუნდაძე – Front End დეველოპერი
  • ლია მოშიაშვილი – მარკეტინგისა და კომუნიკაციების ექსპერტი

ღონისძიებაზე დასწრება ტექნოლოგიების სფეროთი დაინტერესებულ ნებისმიერი მსურველისთვის იყო შესაძლებელი.

უნილაბის კიბერამბების გამოწერა შეგიძლია აქ: