ფიქრი იმაზე, რომ მეც შემიძლია წვლილის შეტანა ციფრული სფეროს განვითარებაში, სხვადასხვა იდეის განხორციელებით, უდიდეს ძალას მმატებს. ყველაფერი დაიწყო მარკეტინგის სიყვარულით 6 წლის წინ.. ამ დროის მანძილზე, არაერთ საინტერესო პროექტში მიმიღია მონაწილეობა. მარკეტინგული გამოცდილების პარალელურად, კომპანიებში ხშირად მიწევდა სხვადასხვა პროექტების განხორციელება. სწორედ, ამ პერიოდში გადავდგი პირველი ნაბიჯები ციფრული სამყაროს შესაცნობად. ამის შემდეგ, ჩემი ინტერესი ციფრული სამყაროს მიმართ კიდევ უფრო გაღრმავდა. ჩემი ხედვით, საქართველო ციფრული სამყაროს განვითარებისთვის პოტენციურად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოა – ამ ყველაფრის ნაწილად ყოფნა და განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანა კი, ჩემთვის საუკეთესო გამოცდილება და შესაძლებობაა.
უნილაბში მიღებული გამოცდილება დამეხმარა, გამემყარებინა თეორიული ცოდნა. ამავდროულად, შემეძინა ის უმთავრესი უნარები, რომლებმაც მნიშვნელოვნად გამიმარტივა ყოველდღიური საქმიანობა.
ამჟამად, ვმუშაობ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა EMIS-ში. საგანმანათლებლო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამსახურის პროექტების მენეჯერის პოზიციაზე, რაც უნილაბის რეკომენდაციის დიდი დამსახურებაა. პარალელურად, ვმუშაობ საინტერესო პროექტებზე, რომლებიც ჩემს ყოველდღიურ საქმიანობას მრავალფეროვანს ხდის და მოდუნების საშუალებას არ მაძლევს.
მომავალ უნილაბელებს ვურჩევ, ნებისმიერი შესაძლებლობა გამოიყენონ და ყოველთვის მოუსმინონ საკუთარ თავს. მნიშვნელობა არ აქვს, რა სფეროში გადაწყვეტენ დასაქმებას, ან პროფესიას რამდენჯერ შეიცვლიან. მთავარია, სურვილი და ყოველდღიური პროგრესი – ეს შედეგს აუცილებლად მოიტანს.