UniLab • უნილაბი

345863263_921857429024444_7782699580019001437_n

თიბისი განათლება – ტექნოლოგიური განათლების პროგრამა

Group 9

ახალი ტექნოლოგიები ამცირებს მანძილებს, აახლოვებს ადამიანებს და აჩენს ახალ შესაძლებლობებს ისეთ კარგად ნაცნობ სფეროებშიც, როგორიცაა მედიცინა, ფუნდამენტური მეცნიერებები, მრეწველობა, მომსახურების სფერო და ა.შ. დღეს ტექნოლოგიებში გათვითცნობიერება ნებისმიერი სფეროს წარმატებას განსაზღვრავს.

სწორედ ამიტომ, თიბისი გთავაზობს თიბისის განათლების პროგრამას სკოლის მოსწავლეებისთვის, რომელიც შედგება სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო აქტივობისგან: ვორქშოფები, ონლაინ კურსები, კონკურსები, ჰაკათონები.

პროგრამის ერთგული მხარდაჭერი და კიბერმეგზური კიბერლაბორატორია უნილაბიცაა.

პროგრამის პირველ ეტაპზე შესაძლებლობა გაქვს გაიარო გაცნობითი და სასწავლო კურსები, რომლებიც ტექნოლოგიის სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. კურსების რაოდენობა და მათი შინაარსის მრავალფეროვნება ეტაპობრივად გაიზრდება. სასწავლო პროგრამები განკუთვნილია საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მცხოვრები მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის და არის უფასო. კურსებზე დასწრებისთვის გჭირდება ინტერნეტი, კომპიუტერის/მობილურის გამოყენების საბაზისო ცოდნა და სწავლის დიდი სურვილი.

საგანმანათლებლო პროგრამა შექმნილია ჩვენ დირექტორთან,  სანდრო ასათიანთან ერთად. სანდრო ტექნოლოგიების სფეროს ინოვატორი, ლექტორი და არაერთი სტარტაპის დამფუძნებელია.

გაიგე მეტი: https://www.tbceducation.ge/

#თიბისი #სიახლე

უნილაბის კიბერამბების გამოწერა შეგიძლია აქ: