UniLab • უნილაბი

სანდრო

ინტერვიუ უნიკურსის შესახებ სანდრო ასათიანთან

Group 9

უნიკურსი უნილაბის ახალი პროექტია, რომელიც ტექნოლოგიური სამყაროთი დაინტერესებულ ადამიანს მის შეცნობაში შეუწყობს ხელს. 

კითხვებს, რომელიც უნიკურსის გარშემო შეიძლება გაგიჩნდეთ, კიბერლაბორატორია უნილაბის დირექტორი, სანდრო ასათიანი პასუხობს.

გამარჯობა სანდრო, მოგვიყევით უნილაბის ახალი პროექტის “უნიკურსის” შესახებ:

ახალი კურსის ფარგლებში UniLab-ის გუნდი შეეცადა, ახალი ტექნოლოგიების სწავლების რამდენიმე წლიანი გამოცდილების გათვალისწინებას. ჩვენ შევქმენით ისეთი კურსი, რომელიც სტუდენტებს ეხმარება მიიღონ საბაზისო ტექნიკური განათლება და შეისწავლონ პროგრამირების საწყისები. 

უნიკურსი შესაძლებლობას აძლევს ახალი ტექნოლოგიებით, პროგრამირებით, დაინტერესებულ ახალგაზრდებს გადადგან პირველი ნაბიჯები პროგრამირებაში. შეისწავლონ ერთ-ერთი მოთხოვნადი პროგრამირების ენის Python-ის საწყისები.

ვისთვის არის პროექტი განკუთვნილი? 

კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც არ აქვს საბაზისო ცოდნა და პროგრამირებაში პირველი ნაბიჯების გადადგმა სურს. 

რითაა განსხვავებული პროექტი, რა მნიშვნელოვანი სიახლე შემოაქვს პროექტს უნილაბისა და სამიზნე აუდიტორიისთვის? 

კურსი ითვალისწინებს როგორც სინქრონული ასევე ასინქრონული ონლაინ სწავლების საუკეთესო პრაქტიკებს.

ასინქრონული დისტანციური კურსი გულისხმობს იმას რომ სტუდენტებს წვდომა აქვთ ვიდეო გაკვეთილებზე და თავად შეუძლიათ აირჩიონ სწავლების, ვიდეო ლექციების გაცნობის დრო. ასეთ დროს პრობლემას წარმოადგენს კითხვების დასმა ვინაიდან სტუდენტები როგორც წესი მარტო რჩებიან წინასწარ ჩაწერილი ვიდეოს პირისპირ;

სინქრონული დისტანციური კურსი გულისხმობს ონლაინ შეხვედრებს ლექტორთან, ასეთ დროს აუცილებელია სასურველი კურსის განრიგის შესაბამისად ონლაინ ლექციებზე დასწრება რაც ბევრი სტუდენტისათვის რთულია. თუმცა ლექტორისათვის შეკითხვების დასმის შესაძლებლობას იძლევა.

უნიკურსში ერთი მხრივ ასინქრონული სწავლების ელემენტებია გათვალისწინებული, ვინაიდან კურსში შემავალი ვიდეოლექციების ნახვა მსმენელებს მათთვის მოსახერხებელ დროს შეეძლებათ. მეორე მხრივ კი მსმენელებს კითხვის დასმის შესაძლებლობა ექნებათ. მათ კითხვებს მენტორები უპასუხებენ. რაც მთავარია კურსის ბოლოს დაგეგმილი არის ვორქშოფი, პირისპირ შეხვედრა, რომელზეც ლექტორის დახმარებით სტუდენტები თავად შეიმუშავებენ მარტივ კომპიუტერულ პროგრამას.

რას ისწავლიან/შეძლებენ მონაწილეების პროექტის დასრულების შემდეგ? 

პროექტის დასრულების შემდეგ მსმენელებს შეეძლებათ მარტივი პროგრამის დამოუკიდებლად შექმნა. რაც ყველაზე მთავარია, ისინი მიიღებენ საბაზისო ცოდნას, რომელიც მათ დაეხმარებათ დამოუკიდებლად განაგრძონ Python-ის შესწავლა.

უნილაბის კიბერამბების გამოწერა შეგიძლია აქ: