UniLab • უნილაბი

ბლოგისთვის-01

სალომე ედიშერაშვილი – წარმატების ამბავი

Group 9

“ემოციები, რომელსაც უნილაბში ახალი იდეების განხილვის დროს ვიღებდი, მახსენებდა ჯერ კიდევ სკოლაში,  ეკონომიკის გაკვეთილზე ჩემი და ჩემი მეგობრების მიერ შექმნილ კამპანიასა და პირველ ინტერესს ციფრული კომუნიკაციების მიმართ.  

პირველივე ლექციიდან ცხადი იყო, რომ სტაჟირების პროცესს ძალიან საინტერესოდ, ნაყოფიერად და სასიამოვნოდ გავივლიდით. 

სწორედ ამ პროცესის ნაწილია, ჩემთვის ყველაზე საყვარელი პროექტი “კიბერ სანტა”.  იდეების გენერირებაზე, მართლაც ბევრი ვიმუშავეთ და შევძელით ტრადიციული სანტადან, ციფრულ სანტამდე მივსულიყავით.

პირადი გამოცდილებით, მომავალ უნილაბელებს ვურჩევ, რომ ბოლომდე გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და მაქსიმალურად დიდი ცოდნა და გამოცდილება დააგროვონ. 

უნილაბის მეგობრული გარემო დამეხმარა გამეცნო ძალიან საინტერესო ადამიანები ჩემს სფეროში. მათ მიერ გაზიარებულმა ცოდნამ და გამოცდილებამ კი,  კიდევ უფრო დამარწმუნა, რომ აუცილებელი იყო უფრო დავხვეწილიყავი და განვვითარებულიყავი. წერის მიმართ ჩემი ინტერესიც აქ დაიბადა. 

დღეს კი, ვმუშაობ კრეატიულ სააგენტო Saatchi & Saatchi Tbilisi -ში, სადაც სოციალური მედია მენეჯერი ვარ” – გვიზიარებს სალომე ედიშერაშვილი, უნილაბის სტაჟირების პროგრამის მონაწილე “ციფრული კომუნიკაციების” მიმართულებით. 

უნილაბის კიბერამბების გამოწერა შეგიძლია აქ: