UniLab • უნილაბი

4 (1)

14 – 18 წელის მოზარდები – განათლება და კომპიუტერული თამაშები

Group 9

14 – 18 წელის მოზარდები — საბაზო საფეხური ამ ასაკში ბავშვებს უკვე უშუალოდ პროგრამული კოდის წერა, კომპიუტერული პროგრამის შემუშავებაც შეუძლიათ. თუკი სწავლის პროცესი კომპიუტერული თამაშის შექმნასთან იქნება დაკავშირებული, მაშინ ისინი კომპიუტერულ ტექნოლოგიებს დიდი ინტერესით შეისწავლიან. ამ შემთხვევაში კომპიუტერული თამაშების შესაქმნელად ერთ-ერთი პოპულარული გარემო არის Unity, სადაც უამრავი, ბავშვებისათვის ნაცნობი და საყვარელი თამაში არის აწყობილი.

Unity-ში სამუშაოდ პროგრამული ენების შესწავლაც არის აუცილებელი. ერთ-ერთი პროგრამული ენა რომელიც Unity-ში თამაშების შესაქმნელად გამოიყენება არის C# (სიშარპი). შესაბამისად Unity-ში თამაშის შექმნისას ბავშვები პროგრამირების საწყისებსაც ეუფლებიან. ამის გარდა თამაშების შემუშავება კრეატიული პროცესია, ბავშვებს ახალისებს როდესაც შექმნა და ახლის გამოგონება უწევთ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უფროსკლასელებს უფასო კურსებს სთავაზობს, როგორც უშუალოდ Unity-ში მუშაობის ასევე პროგრამული ენის, C#-ის შესასწავლად. დაინტერესებულ მოსწავლეებს შეუძლიათ ილიაუნის კიბერ ლაბორატორია უნილაბის ფეისბუქის გვერდს ადევნონ თვალი, სადაც დაიდება კურსების სარეგისტრაციო ფორმა.

უნილაბის კიბერამბების გამოწერა შეგიძლია აქ: