დაწყებითი კლასების მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ბავშვების ნაწილს, რომლებიც პირველ კლასში მოდიან უკვე გააჩნია გარკვეული ცოდნა უცხო ენაში, მათემატიკაში, ხშირად კითხვაც კი შეუძლიათ. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ შემცირდა ასაკი, რომლიდანაც ბავშვები თვითგანათლებას იწყებენ. ინტერნეტში განთავსებული ინტერაქციული საგანმანათლებლო რესურსების ან სულაც კომპიუტერული თამაშების საშუალებით ბავშვები პატარაობიდანვე იწყებენ დამოუკიდებლად სწავლას.
დღეს თანამედროვე ინტერაქციული რესურსები ცნობისმოყვარე ბავშვებს თვითგანათლების შესაძლებლობას აძლევს მათ, მენტორი, მასწავლებლის დახმარების გარეშე. თანამედროვე ბავშვები სიარულს, ლაპარაკს და კომპიუტერის გამოყენებას ერთდროულად, მეტწილად, საკუთარი ძალისხმევით სწავლობენ.
ინტერაქციული ანბანი.
ციფრული საგანმანათლებლო რესურსი „ინტერაქციული ანბანი“ დაწყებითი საფეხურის, მოსწავლეებისათვის არის განკუთვნილი. ამ ელექტრონული რესურსის საშუალებით ბავშვებს დამოუკიდებლად შეუძლიათ ქართულ ანბანთან დაკავშირებული ცოდნის გამყარება. ეს რესურსი ასევე მოსახერხებელი იქნება მათთვისაც ვისაც ქართული ენის, ქართული ანბანის შესწავლა სურს (მაგალითად უცხოელებისათვის).
ხელმისაწვდომია „ინტერაქციული ანბანის“ როგორც ვინდოუსის საინსტალაციო ვერსია ასევე მობილური ვერსიებიც:
Android ვერსია
iOS ვერსია
Windows ვერსია
სიტყვობანა
„სიტყვობანა“ ერთგვარი გაგრძელებაა „ინტერაქციული ანბანის“. ეს ციფრული რესურსიც დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის არის განკუთვნილი. „ინტერაქციული ანბანისაგან“ განსხვავებით „სიტყვობანაში“ ბავშვებს შეუძლიათ ასოებისგან ააწყონ სიტყვები.
ხელმისაწვდომია „სიტყვობანას“ როგორც ვინდოუსის საინსტალაციო ვერსია ასევე მობილური ვერსიებიც:
ანდროიდ ვერსია
iOS ვერსია
Windows ვერსია
მარცვლობანა
„მარცვლობანა“ წინა ორ აპლიკაციასთან ერთად ბავშვებს საანბანო პერიოდის დაძლევაში ეხმარება. თუკი „ინტერაქციული ანბანის“ შემთხვევაში მოსწავლე ქართული ანბანთან დაკავშირებულ ცოდნას იმყარებს, ხოლო „სიტყვობანა“ მას ასოებისაგან სიტყვების აწყობაში ავარჯიშებს. „მარცვლობანაში“ მოსწავლე სიტყვების დამარცვლაში და მარცვლებისაგან სიტყვების აწყობაზე მუშაობს.
საინსტალაციო ლინკები:
ანდროიდ ვერსია
iOS ვერსია
Windows ვერსია
ინტერაქციული წიგნები
სიტყვა წიგნის გაგონებაზე ჩემს ცნობიერებაში სავსებით კონკრეტული ობიექტი წარმოისახებოდა. წიგნის ისტორიას რომ გადავავლოთ თვალი, დავინახავთ, რომ წიგნმა ბევრჯერ, ხშირად სრულიად რადიკალურადაც შეიცვალა თავისი ფორმა. შუმერულ წიგნებს თიხის ფირფიტების სახე ჰქონდათ, ეგვიპტურებს კი გრაგნილის.
წიგნი კვლავაც იცვლის ფორმას, ელექტრონული წიგნი ნელ-ნელა ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი ხდება. ელექტრონულმა წიგნმა სრულიად ახალ, ინტერაქციულ წიგნებს დაუდო დასაბამი. ინტერაქციული წიგნი წარმოადგენს ელექტრონული წიგნისა და კომპიუტერული თამაშის კომბინაციას – იგი მოიცავს ტექსტს და მოძრავ ილუსტრაციებს, რომელთანაც მომხმარებელი (ანუ, ამ შემთხვევაში ინტერაქციული წიგნის მკითხველი) შედის ინტერაქციაში, როგორც ეს კომპიუტერულ თამაშებში ხდება.
ქვემოთ, შეგიძლიათ ნახოთ ლინკი, თქვენ ელექტრონულ მოწყობილობაში გადმოიწეროთ თორმეტი ქართველი საბავშვო ავტორის ინტერაქციული წიგნი. თითოეული წიგნი ორი ნაწილისაგან შედგება. პირველ ნაწილში ქართველი ავტორის საბავშვო მოთხრობაა, რომელიც თავად უკითხავს ბავშვებს თავის თავს. ხოლო მეორე ნაწილი კი ინტერაქციული თამაშია, რომელიც წიგნში მიღებული ცოდნის გამყარებაში ეხმარება.
- ზღაპარი თუსიზე და კიდევ ტუსიზე:
Android ვერსია
iOS ვერსია
Windows ვერსია - კურკა:
Android ვერსია
iOS ვერსია
Windows ვერსია - ძველებური ნივთების მუზეუმი:
Android ვერსია
iOS ვერსია
Windows ვერსია - დაბზარული გული
Android ვერსია
iOS ვერსია
Windows ვერსია - ფისო ფიო-ფიოს სამი ამბავი
Android ვერსია
iOS ვერსია
Windows ვერსია - ცხოველების წერილები თოვლის პაპას
Android ვერსია
iOS ვერსია - აირჩიე გვირგვინი
Android ვერსია
iOS ვერსია
Windows ვერსია - ჟირაფი ალფრედი
Android ვერსია
iOS ვერსია
Windows ვერსია - მაღაზიობანა
Android ვერსია
iOS ვერსია
Windows ვერსია - სოფელი სამსოკოთა
Android ვერსია
iOS ვერსია
Windows ვერსია - მომღერალი ბაყაყი
Android ვერსია
iOS ვერსია - თეთრი დათვი და მურა დათვი
Android ვერსია
iOS ვერსია