დღეს კომპიუტერული ტექნოლოგიები მშობლების ყურადღების ცენტრშიც მოექცა. იმ საგანმანათლებლო წრეებს, რომელზეც მშობლებს ბავშვები დაჰყავთ ტექნოლოგიების შემსწავლელი წრეებიც დაემატა. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ბევრი სტატიები იწერება, მიმდინარეობს დისკუსია და სოციალური მედიაშიც ბევრი კითხვა პასუხგაუცემელი რჩება. უნილაბში შევეცადეთ მშობლებისთვის მარტივი და გასაგები გზამკვლევი გაგვეკეთებინა, რაშიც უნილაბის დირექტორი, სანდრო ასათიანი დაგვეხმარა.
სანამ გზამკვლევზე გადავალთ ორი სიტყვით უნილაბში სკოლის მოსწავლეებისთვის მიმდინარე საგანმანათლებლო პროექტებზე მოგიყვებით. ,,უნილაბი სკოლაში”, სადაც უფროსკლასელები ტექნოლოგიებს ეუფლებიან.
ვიზუალური პროგრამირებაში კი სექტემბერში პირველად ,,მოსწავლეთა ეროვნული კონფერენცია” გაიმართება.
რაც შეეხება გზამკვლევს ის 4 ბლოგად არის დაყოფილი. პირველ, მოცემულ ბლოგში, ვისაუბრებთ კომპიუტერულ თამაშებზე, რომელიც ჩვენი კულტურის განუყოფელი ნაწილი გახდა და მათი სწორი გამოყენებით ისინი ბავშვებს განათლების მიღებაში დაეხმარება.
დანარჩენი სამი ბლოგი კი უშუალოდ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფისთვის არის გათვლილი:
5 – 7 წლის ბავშვები — სკოლამდელი ასაკი და დაწყებითი კლასები
8 – 13 წლის ბავშვები — დაწყებითი კლასები სკოლაში
14 – 18 წელის მოზარდები — საბაზო საფეხური
განათლება და კომპიუტერული თამაშები
პირველი კომპიუტერული თამაშები, კომპიუტერების განვითარების ადრეულ ეტაპზე, მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში შეიქმნა და მსოფლიოში წამყვანი მეცნიერების ექსპერიმენტებს წარმოადგენდა. ის რომ კომპიუტერების განვითარების სათავეებთან მდგარმა მეცნიერებმა, მაშინ თამაშებისათვისაც მოიცალეს, კიდევ ერთხელ გვაჩვენებს რომ კომპიუტერული თამაშები სულაც არ არის უბრალოდ მარტივი გასართობი პროგრამები.
დროთა განმავლობაში წიგნებისა და ფილმების გარდა ჩამოყალიბდა კიდევ ერთი ახალგაზრდა თაობისათვის მნიშვნელოვანი მედიუმი. უფროსების წარმოდგენაში ეს ახალი მედიუმი, მხოლოდ უაზრო გართობაა, რომელიც ბავშვებს უამრავ დროს უქმად აკარგვინებს. მშობლებისათვის როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს კომპიუტერულ თამაშებში ხშირად საგანმანათლებლო კომპონენტი დევს და მათი გამოყენება ცოდნის მიღებაში და უნარების განვითარებაში შეიძლება.
კომპიუტერული თამაშებით ბავშვები სწავლობენ უცხო ენებს. მათ უვითარდებათ, როგორც კომპიუტერული ტექნიკის სათანადოდ გამოყენებისათვის საჭირო ცოდნა, ასევე ლოგიკური აზროვნება, პრობლემის გადაჭრის უნარი და ა. შ. ბუნებრივია სხვადასხვა თამაშში საგანმანათლებლო კომპონენტი სხვადასხვაგვარად არის წარმოდგენილი. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ მშობლები თავადაც უკეთ გაერკვნენ კომპიუტერულ თამაშებში და ასაკის, ინტერესების შესაბამისად შეარჩიონ ისინი ბავშვებისათვის, როგორც ამას საკითხავი წიგნების ან სამაგიდო თამაშების შერჩევის პროცესში აკეთებდნენ.
ბავშვებს აინტერესებთ, არა მარტო სხვების მიერ შექმნილი კომპიუტერული თამაშები, არამედ სურვილი აქვთ თვითონაც შექმნან საკუთარი. თავის მხრივ ეს ინტერესი შეიძლება კომპიუტერული ტექნოლოგიების, პროგრამირების შესწავლის საწინდარი გახდეს.