UniLab • უნილაბი

3 (1)

8 – 13 წლის ბავშვები, დაწყებითი კლასები სკოლაში – განათლება და კომპიუტერული თამაშები

Group 9

ბავშვებს და მოზარდებს ნებისმიერ ასაკში მოსწონთ კომპიუტერული თამაშები. ბავშვები უმეტესად სხვის მიერ შექმნილ კომპიუტერულ სამყაროში მოგზაურობენ. მაშინ, როდესაც ამ ასაკში მათ თავად შეუძლიათ კომპიუტერული თამაშების შექმნა. თამაშის საკუთარი ძალებით შექმნა ბავშვებისათვის თანამედროვე, რთული ტექნოლოგიური სამყაროს შესასწავლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა და ისინი დიდი ინტერესითაც ერთვებიან შესწავლის პროცესში.

რა თქმა უნდა ამ ასაკის ბავშვებისათვის რთულია უშუალოდ პროგრამული კოდის შემუშავება, დაწერა. პროგრამული კოდის წერისას ხშირად მარტივი, მექანიკური შეცდომის შემთხვევაშიც კი პროგრამა გამართულად ვერ იმუშავებს, შესაბამისად მათთვის რეკომენდებულია ვიზუალური პროგრამირება. ვიზუალური პროგრამირების შემთხვევაში ბავშვები ფერადი ბლოკების საშუალებით ქმნიან პროგრამულ კოდს.

ვიზუალური პროგრამირების ყველაზე პოპულარული გარემოა scratch. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით კომპიუტერული ტექნოლოგიები სკოლაში II – VI კლასებში ისწავლება. ამის გარდა არსებობს ბევრი კომპიუტერული ტექნოლოგიების სასწავლო ცენტრი სადაც სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ ვიზუალური პროგრამირება ისწავლონ.

აქვე გთავაზობთ ჩემი შვილის, გიგო ასათიანის, პრეზენტაციას, რომელიც მან ერთ-ერთ ასეთ ცენტრში, ესქსპლორიუმში სწავლისას გააკეთა.

23 და 24 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, უნილაბისა და ექსპლორიუმის ორგანიზებით ვიზუალური პროგრამირების მოსწავლეთა ეროვნული კონფერენცია ტარდება. ამ ღონისძიებაზე ბავშვები საკუთარ პროგრამებს წარმოადგენენ.

თუკი გაინტერესებთ რა შეიძლება ისწავლონ და გააკეთონ ამ ასაკის ბავშვებმა შეგიძლიათ 24 სექტემბერს ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკის ფარგლებში ღონისძიებას დაესწროთ. ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

უნილაბის კიბერამბების გამოწერა შეგიძლია აქ: