UniLab • უნილაბი

ილიაუნი +

უნილაბის კურსდამთავრებულებმა  ფინალური ნამუშევრები წარადგინეს

Group 9

სტუდენტების მიერ შესრულებული ფინალური ნამუშევრებიდან  შეირჩევა საუკეთესო  პროექტები, რომელსაც ჟიური შეაფასებს. თითოეული კურსის ფარგლებში გამოვლინდება რჩეული პროექტი და მისი ავტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან მიიღებს სტიპენდიას.

ილიაუნი + ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის პროექტია, რომლის ფარგლებშიც შესაძლებლობა გეძლევა ლექციების ფორმატით გაეცნო თანამედროვე პროფესიებს და გაიარო უნილაბის შვიდი პრაქტიკული კურსიდან ერთ-ერთი.  

დეველოპმენტი, გრაფიკული დიზაინი, ციფრული კომუნიკაციები, ICT პროექტების მართვა და ნარატივ დიზაინი – ეს ის მიმართულებებია, რომელსაც უნილაბის კიბერ სივრცეში შეხვდები. კურსების თეორიული ნაწილი 2 თვე გრძელდება, რის შემდეგაც სტუდენტები თეორიას პრაქტიკაში ცდიან და  ბოლო 1 თვის განმავლობაში მენტორების დახმარებით საავტორო პროექტებზე მუშაობენ.

კურსებზე მიღება სემესტრულად ცხადდება და სარეგისტრაციოდ სატესტო დავალების შესრულებაა  საჭირო. კონკურენციაში გამარჯვებულებისთვის კურსის საფასურს სრულად ფარავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.   

ილიაუნი + კურსის დასრულების  შემდეგ შესაძლებლობა გაქვს ცოდნა პრაქტიკული გამოცდილებით გაიღრმავო და ჩაერთო 4 თვიან პროგრამული აქსელერაციის პროგრამაში, სადაც რეალურ პროექტებზე იმუშავებ და შექმნი პორტფოლიოს, რომელიც დასაქმების ბაზარზე კონკურენტუნარიან კადრად გაქცევს. 

უნილაბის კიბერამბების გამოწერა შეგიძლია აქ: