UniLab • უნილაბი

თუ კომპანიებისგან ხშირად გვესმოდა: მცოდნე კადრი გვჭირდება, დღეს გაიგონებთ: გამოცდილი კადრი გვჭირდება. შესაბამისად, რთული გახდა პრაქტიკული გამოცდილების გარეშე დასაქმება, არადა დასაქმების გარეშე პრაქტიკულ გამოცდილებას ვერ მიიღებ

და მაინც, არც ასე რთულად არის საქმე, თუ თეორიული ცოდნა უკვე გაქვს, იცი, რა არის:

მაშინ ჩვენს ხომალდზე გეპატიჟებით, შემოუერთდი ჩვენს კიბერარმიას და ჩვენთან ერთად იმუშავე საინტერესო პროექტებზე.

ლექტორების შესახებ

რევი ყურაშვილი

რევი WordPress დეველოპერია. 15 წლის იყო, როცა საიტების აწყობით დაინტერესდა და DLE-ს (DataLife Engine) და Joomla-ს გამოყენებით საიტების აწყობა დაიწყო. ამ დროს უკვე კარგად ერკვეოდა IT სფეროში, რაც ინტერნეტში ინფორმაციის მოძიებით ისწავლა. ინფორმაციის მოპოვებისა და პრობლემების გადაჭრის გზების დამოუკიდებლად მოძიების უნარი საიტების აწყობის სწავლაშიც დაეხმარა.

რამდენიმე წლის განმავლობაში სხვა პროფესიით მუშაობდა, საბოლოოდ ისევ ამ სფერო დაბრუნდა.

დღეს თვითნასწავლი WordPress დეველოპერია და ძირითადად ფრილანსერად მუშაობს.

მარიამ მუხადგვერდელი

მარიამი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. მეოთხე კურსიდან დაინტერესდა ვებ დეველოპმენტით, დაიწყო კოდირების დამოუკიდებლად სწავლა და მალევე შეიცვალა პროფესია.

მოგვიანებით, 2019 წელს გაიარა ვორდპრეს დეველოპმენტის კურსი უნილაბში. კურსის დამთავრების შემდეგ ის ფრილანსერი ვორდპრეს დეველოპერია.