UniLab • უნილაბი

თუ კომპანიებისგან ხშირად გვესმოდა: მცოდნე კადრი გვჭირდება“, დღეს გაიგონებთ: გამოცდილი კადრი გვჭირდება“. შესაბამისად, რთული გახდა პრაქტიკული გამოცდილების გარეშე დასაქმება, არადა დასაქმების გარეშე პრაქტიკულ გამოცდილებას ვერ მიიღებ

და მაინც, არც ასე რთულად არის საქმე, თუ თეორიული ცოდნა უკვე გაქვს, იცი, რა არის:

მაშინ ჩვენს ხომალდზე გეპატიჟებით, შემოუერთდი ჩვენს კიბერარმიას და ჩვენთან ერთად იმუშავე საინტერესო პროექტებზე.

ლექტორის შესახებ

მარიამ გოჩიაშვილი

მარიამი პროფესიით ნარატივდიზაინერი და პროექტების მენეჯერია. უნილაბში ნარატივდიზაინის პროგრამის ხელმძღვანელია, ასევე უფროსი ნარატივდიზაინერი ანიმა ჩეთბოტიქსსა და განათლების სამინისტროში. პარალელურად ციფრული პროექტების მენეჯერად მუშაობს კომპანიაში სმარტვები .

2017 წლიდან დღემდე განხორციელებული აქვს არაერთი პროექტი ნარატივდიზაინის მიმართულებით, კითხულობს ლექციებს და ატარებს სამუშაო შეხვედრებს სხვადასხვა სასწავლებელსა თუ ორგანიზაციაში, რამდენჯერმე იყო ჩეთბოტების ჰაკათონის მენტორი. მარიამი იყო ჩეთბოტების აკადემიის პროგრამის ავტორი და ერთ-ერთი ლექტორიც. მისი ნარატიული პროექტების სიაშია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჩეთბოტი უნა, სანტას ჩეთბოტი „ისთ ფოინთისთვის“, სივრცე 19, საგანმანათლებლო ჩეთბოტები და სხვ.