img
narrative designer
Document

თანამედროვე მსოფლიო ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა ტექნოლოგიების გარეშე. სწორედ ამიტომ ეს სფერო დღითიდღე ვითარდება და იხვეწება.

ინტერნეტმომხმარებლების რიცხვის ზრდასთან ერთად კომპანიები სულ უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ მომხმარებლებთან სწრაფ და ეფექტურ ონლაინკომუნიკაციას. ბოლო წლებში სულ უფრო მეტმა კომპანიამ დაიწყო სხვადასხვა დანიშნულებით ჩეთბოტების გამოყენება.

რა არის ჩეთბოტი? 

 კომპიუტერული პროგრამა, რომელიც პროგრამისტებისა და ნარატივდიზაინერების (ქოფირაითერების) მიერ იქმნება და მუშაობს როგორც მესენჯერში, ისე სხვა საკომუნიკაციო პლატფორმებზე. მას სწრაფად და მარტივად შეუძლია ისეთი ოპერაციების შესრულება, როგორებიცაა: ინფორმაციის მიწოდება, პროდუქტის შეთავაზება, გაყიდვა, სიახლის გავრცელება და სხვ. მისი დახმარებით კომპანია იძენს ციფრულ თანამშრომელს, რომელიც 24 საათი ხაზზე ჰყავს და ეხმარება როგორც მომხმარებელთან ურთიერთობაში, ისე კომპანიის სახის შექმნაში. 

კურსზე შეისწავლი ნარატივდიზაინის პროფესიას, რომელიც მომავლის პროფესიად უკვე აღიარეს. ნარატივდიზაინერი  ქმნის ჩეთბოტებს, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ჩეთბოტების სულს, მათ სასაუბრო მანერას, ხასიათს, რომელიც, რა თქმა უნდა, იმის მიხედვით შეირჩევა,  რა ინდუსტრიისთვის იქმნება.

აქვე გეტყვი, რომ ეს პროფესია არა მარტო საქართველოში არამედ მთელ მსოფლიოში უნიკალური და უახლესია. შესაბამისად, ჯერ ძალიან ცოტა ადამიანი ფლობს ამ პროფესიას, შენ  შეგიძლია ერთ-ერთი მათგანი გახდე.

სხვა კურსები:

wordpress
Document
UNITY
Document
graphic design
Document

კურსები უნილაბში:

  • ლექტორი: მარიამ გოჩიაშვილი
  • კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე
  • განრიგი: N/A
  • კურსის ღირებულება: N/A
Document

Document