fbpx

UniLab • უნილაბი

narrative

ნარატივ დიზაინი

თანამედროვე მსოფლიო ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა ტექნოლოგიების გარეშე. სწორედ ამიტომ ეს სფერო დღითიდღე ვითარდება და იხვეწება.

ინტერნეტმომხმარებლების რიცხვის ზრდასთან ერთად კომპანიები სულ უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ მომხმარებლებთან სწრაფ და ეფექტურ ონლაინკომუნიკაციას. ბოლო წლებში სულ უფრო მეტმა კომპანიამ დაიწყო ჩეტბოტების სხვადასხვა დანიშნულებით გამოყენება.

რა არის ჩეთბოტი

კომპიუტერული პროგრამა, რომელსაც პროგრამისტები და ნარატივდიზაინერების (ქოფირაითერები) ქმნიან და მუშაობს როგორც მესენჯერში, ისე სხვა საკომუნიკაციო პლატფორმებზე. მას სწრაფად და მარტივად შეუძლია ისეთი ოპერაციების შესრულება, როგორებიცაა: ინფორმაციის მიწოდება, პროდუქტის შეთავაზება, გაყიდვა, სიახლის გავრცელება და სხვ. მისი დახმარებით კომპანია იძენს ციფრულ თანამშრომელს, რომელიც 24 საათი ხაზზე ჰყავს და ეხმარება როგორც მომხმარებელთან კომუნიკაციაში, ისე კომპანიის სახის შექმნაში

კურსზე დაეუფლები ნარატივდიზაინერის პროფესიას, რომელიც უკვე მომავლის პროფესიად აღიარეს. ნარატივდიზაინერი ქმნის ჩეთბოტებს, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ჩეთბოტების სულს, მათ სასაუბრო მანერას, ხასიათს, რომელიც, რა თქმა უნდა, იმის მიხედვით შეირჩევა, თუ რა ინდუსტრიისთვის იქმნება.

აქვე გეტყვი, რომ ეს პროფესია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში უნიკალური და უახლესია. შესაბამისად, ამ პროფესიას ჯერ ძალიან ცოტა ადამიანი ფლობს, შენ შეგიძლია ერთერთი მათგანი გახდე.

კონკურსის გზით შერჩეულ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, ილიაუნი +-ის ფარგლებში, კურსის საფასური მთლიანად უფინანსდებათ უნივერსიტეტის მიერ.

ნარატივ დიზაინი

narrative

თანამედროვე მსოფლიო ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა ტექნოლოგიების გარეშე. სწორედ ამიტომ ეს სფერო დღითიდღე ვითარდება და იხვეწება.

ინტერნეტმომხმარებლების რიცხვის ზრდასთან ერთად კომპანიები სულ უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ მომხმარებლებთან სწრაფ და ეფექტურ ონლაინკომუნიკაციას. ბოლო წლებში სულ უფრო მეტმა კომპანიამ დაიწყო ჩეტბოტების სხვადასხვა დანიშნულებით გამოყენება.

რა არის ჩეთბოტი

კომპიუტერული პროგრამა, რომელსაც პროგრამისტები და ნარატივდიზაინერების (ქოფირაითერები) ქმნიან და მუშაობს როგორც მესენჯერში, ისე სხვა საკომუნიკაციო პლატფორმებზე. მას სწრაფად და მარტივად შეუძლია ისეთი ოპერაციების შესრულება, როგორებიცაა: ინფორმაციის მიწოდება, პროდუქტის შეთავაზება, გაყიდვა, სიახლის გავრცელება და სხვ. მისი დახმარებით კომპანია იძენს ციფრულ თანამშრომელს, რომელიც 24 საათი ხაზზე ჰყავს და ეხმარება როგორც მომხმარებელთან კომუნიკაციაში, ისე კომპანიის სახის შექმნაში

კურსზე დაეუფლები ნარატივდიზაინერის პროფესიას, რომელიც უკვე მომავლის პროფესიად აღიარეს. ნარატივდიზაინერი ქმნის ჩეთბოტებს, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ჩეთბოტების სულს, მათ სასაუბრო მანერას, ხასიათს, რომელიც, რა თქმა უნდა, იმის მიხედვით შეირჩევა, თუ რა ინდუსტრიისთვის იქმნება.

აქვე გეტყვი, რომ ეს პროფესია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში უნიკალური და უახლესია. შესაბამისად, ამ პროფესიას ჯერ ძალიან ცოტა ადამიანი ფლობს, შენ შეგიძლია ერთერთი მათგანი გახდე.

კონკურსის გზით შერჩეულ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, ილიაუნი + ფარგლებში, კურსის საფასური მთლიანად უფინანსდებათ უნივერსიტეტის მიერ.

ლექტორის შესახებ

თამთა პაპუკაშვილი

თამთა ილიაუნის ლექტორი, ქოფირაითერი და ნარატივდიზაინერია. დამთავრებული აქვს ილიაუნის სამსახიობო ხელოვნების, კულტურის მენეჯმენტისა და სოცმედია მარკეტინგის მიმართულებები.

თამთა მუშაობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში და მომავალი თაობისთვის საგნებს აციფრულებს. ის არაერთი ჰაკათონისა და პროექტის გამარჯვებულია. ბავშვობიდან ხელოვნებისაკენ ისწრაფოდა, ყოფილი მოცეკვავეა, მაგრამ როდესაც არჩევანის წინაშე დადგა, ტექნოლოგიები აირჩია. ის ფიქრობს, რომ ცხოვრება გვაძლევს შესაძლებლობებს, ჩვენ კი უნდა დავინახოთ და გამოვიყენოთ რაიმე ღირებულის შესაქმნელად. თამთასთვის ჩეთბოტინჟინერიაც დიდი ხელოვნებაა, თანაც მომავლის ხელოვნება, და ის თავის მისწრაფებებს ახლა უკვე ერთი ნაბიჯით წინ უსწრებს. „გააკეთე არჩევანი, გაიარე, წინ დაგხვდება“, ამბობს თამთა